როგორ გავაძლიეროთ სისხლძარღვები? ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ჯანმრთელი და სუფთა სისხლძარღვების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. სისხლძარღვები, რომლებიც საკმარისად ფართოვდება და ვიწროვდება, უზრუნველყოფენ სისხლის ინტენსიურ ნაკადს და, შედეგად, ადამიანის ქსოვილები და ორგანოები იღებენ საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს.

ასევე მნიშვნელოვანია მრავალი სხვადასხვა დაავადების (ჰიპერტენზია, ვარიკოზული ვენები, ათეროსკლეროზი, ინსულტი, გულის შეტევა, ბუასილი) განვითარების პრევენცია. ხშირი სტრესი მოითხოვს სისხლძარღვების მდგომარეობის მუდმივ ცვლილებას. და თუ ათეროსკლეროზული დაფები გამოჩნდება სისხლძარღვების კედლებზე, მაშინ სისხლის ნაკადის პროცესში სისხლის უჯრედები იღუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და დამბლა.

იმისათვის, რომ გქონდეთ ჯანსაღი არტერიები, ვენები და კაპილარები, თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე ბავშვობიდან. ძლიერი სისხლძარღვები დაგეხმარებათ მრავალი დაავადების თავიდან აცილებაში, რომლებიც სავსეა სხვადასხვა გართულებებით. სისხლძარღვთა პათოლოგიებს ახასიათებს თავის ტკივილი, ტინიტუსი და მეხსიერების დაქვეითება. ყველა ეს სიმპტომი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა სასწრაფოდ გარკვეული ზომების მიღება.

ხალხური საშუალებები სისხლძარღვების გასაძლიერებლად
თუ სისხლძარღვების გაძლიერებას დაიწყვებთ ხალხური საშუალებებით, ამისთვის საჭიროა სრულყოფილად იმოქმედოთ მთელ სხეულზე. არსებობს საკმაოდ ბევრი განსხვავებული რეცეპტი სისხლძარღვების გასაძლიერებლად. მათგან ყველაზე პოპულარულია:

ნივრის და ლიმონის ნაზავი.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 4 თავი ნიორი და იგივე რაოდენობის ახალი ლიმონი. პროდუქტები უნდა გაასუფთავოთ და ჩაყაროთ ბლენდერში. კარგად დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთი კონსისტენციის ფაფა. მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში და დაუმატეთ 2 ლიტრი წყალი (შეიძლება ცოა მეტი დასჭირდეს) დადგით ცეცხლზე და გააჩერეთ ნარევი, სანამ არ ადუღდება, შემდეგ დაუწიეთ გაზს და გააჩერეთ კიდევ 3-4 წუთი. შემდეგ ეს ნარევი გადაიტანეთ ქილაში და დააფარეთ თავსახური. ამის შემდეგ დატოვეთ ქილა ბნელ ადგილას 3 დღის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ნარევი გაფილტრეთ, ჩაასხით სხვა კონტეინერში და შეინახოთ მაცივარში. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ინფუზია ჭამის წინ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების შემთხვევაში, 1-3 სუფრის კოვზი ნარევი ასევე უნდა მიირთვათ ჭამის წინ.

აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია – ეს უნდა იცოდეთ

Facebook კომენტარები