ჩიყვის ეფექტური სამკურნალო მეთოდები ხალხური მედიცინის წიგნაკიდან

პირველი- 10 ლიმონის წვენი, 10 თავი წვრილად დაჭრილი ნიორი, 1 ლ ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დააყენეთ 7 დღის განმავლობაში. მიიღეთ აუჩქარებლად 4 ჩ.კ. დღეში ერთხელ. კურსი – 1 თვე, შემდეგი 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.  მეორე-გახეხეთ 1 ლიმონი კანიანად, მოაყარეთ შაქარი და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

მესამე– 0,5 ლ შუშის ქილაში ჩაყარეთ 14 ც. კაკლის ნაჭუჭი, შეავსეთ არყით, დაახურეთ მჭიდროდ თავსახური და დადგით 7 დღით თბილ ბნელ ადგილას. მიიღეთ დილას უზმოზე თითო სუფრის კოვზი. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.  მეოთხე– 1 ჭიქა შვრიის მარცვალს დაასხით 5 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ თხელი კისელის კონსისტენციამდე. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 2 ჭიქა რძე და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

მეხუთე– 1 ჭიქა წმინდად დაფქვილი წიწიბურა, 1ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1 ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ ქილაში. კვირაში ერთი დღე საკვების მაგივრად მიიღეთ ეს ნარევი. ჩაი და წყალი შეგიძლიათ მიიღოთ ჩვეულებრივ. კურსი – 1,5 თვე. დამთავრებიდან 1 თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. მეექვსე-იოდის გამოყენებით შეგიძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში დარღვევების არსებობა. საღამოს ჰიგიენური ყურის ჩხირებით ყელზე გაიკეთეთ იოდის ბადე და დააკვირდით როდის გაქრება. თუ ბადე გაქრა 3 საათში, ესე იგი თქვენ გაქვთ იოდის უკმარისობა. და თუ ბადე არ გაქრება 7 საათის განმავლობაში, ამ შემთხვევაში თქვენმა ორგანიზმმა არ შეითვისა იოდი, რაც მეტყველებს ჰიპერთირეოზის არსებობაზე.

მეშვიდე-აიღეთ 100 გ ალუბლის დაკვირტული ტოტები, დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში სამჯერ ჭამამდე. ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტები გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ. არ აქვს მნიშვნელობა ჰორმონულ ბალანსს. განსაკუთრებით ეფექტიანია კვანძოვანი ჩიყვის დროს.

აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია – ეს უნდა იცოდეთ

Facebook კომენტარები