სისხლის გამათხელებელი ბუნებრივი საშუალებები. ეს ყველამ უნდა იცოდეს

სხეულის ყველა ორგანოს ფუნქცია დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევაზე, სწორედ ამის გამო თრომბების არსებობა ითვლება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემად.
თრომბის დაგროვება არტერიებში და ვენებში იწვევს ინსულტს, რაც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. არტერიული თრომბები ხელს უშლის სისხლის და ჟანგბადის ნაკადს და ჩვეულებრივ გვხვდება ფეხებსა და მკლავებში, ასევე თავის ტვინში.

თრომბის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: კუნთების ტკივილი, სისუსტე, ფერის შეცვლა დაზარალებულ ადგილზე, სიცივე ფეხებსა და ხელებში.

რისკის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ თრომბის წარმოქმნას, მოიცავს
მაღალ ქოლესტერინს, არტერიულ წნევას, მოწევას და დიაბეტს.

რა შეიძლება გავაკეთოთ, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ინსულტი?

ჯანსაღი კვება საუკეთესო საშუალებაა თრომბის თავიდან ასაცილებლად. ეს ნიშნავს დამუშავებული საკვების, გმო-ს, ხელოვნური დამატკბობლებისა და დანამატების თავიდან აცილებას. გარდა ამისა, თქვენ უნდა იყოთ აქტიური, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი სისხლი თქვენს სხეულში. და ბოლოს, თქვენ უნდა შეწყვიტოთ მოწევა, რადგან ეს იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს – ინსულტს, გულის შეტევებსა და ფილტვის კიბოს.

ჩვენ გაგაცნობთ რამოდენიმე სისხლის გამხსნელ პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ თრომბის თავიდან აცილებაში:

ბუნებრივი ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნიორი, ზეითუნის ზეთი და ხახვი. პომიდორი, რომელიც ეფექტურად აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. ყურძენი (იგი მდიდარია ფლავონოიდებით, როგორიცაა კაემფეროლი, კვერცეტინი და მირიციტინი, რომლებიც წარმოქმნიან ძლიერ სისხლის გამათხელებელ ეფექტებს). ვიტამინი E (ხელს უშლის დაჟანგვას, ამიტომ გაზარდეთ თქვენს რაციონში ავოკადოს, კივის, ნუშის, ბროკოლის მიღება). ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები (ამცირებენ თრომბოციტების აქტივობას, ყველაზე მდიდარი წყაროა კაკალი, თევზი და გოგრის თესლი). კურკუმა (მისი აქტიური ინგრედიენტი, კურკუმინი, მუშაობს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად).
ჯანჯაფილი (აცეტილსალიცილის მჟავა, სალიცილატისგან მიღებული, რომელიც ამ ფესვში გვხვდება და მას ხშირად ასპირინს უწოდებენ, შეიძლება ხელი შეუწყოს ინსულტის თავიდან აცილებას).
გინგო (ამცირებს ფიბრინს, ცილას, რომელიც მხარს უჭერს თრომბის წარმოქმნას).
ვიტამინი C (მხარს უჭერს სისხლძარღვების ჯანმრთელობას).
მოცვი. დარიჩინი (ეს პოპულარული სანელებელი შეიცავს კუმარინს, ქიმიკატს, რომელიც მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიკოაგულანტი და ამცირებს არტერიულ წნევას).
კაიენის წიწაკა (აქვს ძლიერი სისხლის გამათხელებელი თვისებები სალიცილატების დიდი რაოდენობის გამო).
ჭარხალი (ნიტრატების დიდი რაოდენობა, რომლებიც აუმჯობესებენ გულის ჯანმრთელობას და ამცირებენ სისხლის შედედებას). ბოსტნეული, როგორიცაა სალათი, ბროკოლი. ხილი, როგორიცაა კენკრა, გრეიფრუტი, ანანასი და ბროწეული.
შავი შოკოლადი. კაკალი, ნუში, თხილი, პისტოჩი და ბრაზილიური კაკალი.
სასმელები, როგორიცაა მწვანე ჩაი, ყურძნის წვენი, მოცვის წვენი და ანანასის წვენი.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Facebook კომენტარები