როგორ დავამარცხოთ შაკიკი? სასარგებლო რჩევები მათთვის, ვისაც შაკიკი აწუხებს!!.

შაკიკი არის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახე. მას ახასიათებს მფეთქავი, შეტევითი ტკივილი თავის ერთ ნახევარში. თავის ტკივილი (შაკიკი) უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს და სხვათაშორის მემკვიდრეობითაც კი გადადის. იგი ხშირ შემთხვევაში მომწიფების ასაკში ვლინდება. უმეტესად თავის ტკივილის მიზეზია თავის ტვინის ზოგიერთ ნაწილში სისხლის ტონუსის დაქვეითება (არასწორი მიწოდება) ან ძარღვების ხანმოკლე სპაზმები, რასაც იწვევს ქალასშიგა წნევის მომატება.

რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს?
შაკიკის დროს ადამიანს ეწყება გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, სინათლისა და ხმაურის შიში, ხელის მტევნებისა და ტერფების გაცივება, ასეთ დროს ადამიანი უჩივის თვალებში ნაპერწკლების უსიამოვნო ციმციმს. ვერ იტანს მკვეთრ სუნს-საჭმლის, ყვავილების, სუნამოების და ა.შ.

რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?
შაკიკის დროს პაციენტმა უნდა მიიღოს დამამშვიდებელი საშუალებები, აიმაღლოს სისხლძარღვოვანი ტონუსი, ჩაიტაროს ფიზიოთერაფია, ასევე შეიძლება გამოიყენოს შინაური საშუალებებიც.

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ შაკიკს..

-მინის ჭიქაში ჩატეხეთ 1 ცალი სახლის კვერცხი და შეავსეთ მდუღარე რძით. სწრაფად მოურიეთ კოვზით და დალიეთ პატარ-პატარა ყლუპებით.
-მწვავე შეტევის დროს კეფაზე დაიდეთ მდოგვის ან გახეხილი შავი ბოლოკის კომპრესი.
-ხელები იდაყვამდე ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ ტკივილის გავლამდე (თუ წყალი გაგრილდა, დაამატეთ ცხელი წყალი).
-მწვავე და შეტევითი ხასიათის ტკივილის დროს ცხელ წყალში დაასველეთ ბამბის წინდები, სწრაფად გაწურეთ და ჩაიცვით ფეხებზე, ზევიდან კიდევ ჩაიცვით რამდენიმე წყვილი მშრალი წინდა, ჩაწექით საწოლში, კარგად ჩაითბუნეთ და შეეცადეთ დაიძინოთ.
-შეიძლება დაუჯერებლად მიიჩნიოთ, მაგრამ მოსინჯეთ, ატაროთ ნატურალური ყვითელი ქარვის მძივი. (ეს მეთოდიც ნამდვილად ამართლებს).
-თავი რომ არ აგტკივდეთ, უზმოზე, დილაობით, დალიეთ ახალი, მაგარი (მწვანე ან შავი) ჩაი, შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე პიტნის ფოთოლი. სვით პატარა ყლუპებით და სასურველია უშაქროდ.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია