გაიწმინდეთ ღვიძლი ცხიმებისგან ბუნებრივი საშუალებებით

ცხიმოვანი ღვიძლის ინფილტრაცია(ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებში უცხო ნივთიერებათა შეჭრა) ხშირია, რომელიც ხუთი მოზრდილიდან ერთს უვითარდება. მჯდომარე ცხოვრების წესი, ცხიმებით მდიდარი საკვები და წამლების გამოყენება ხელს უწყობს დაავადების განვითარებას.
ღვიძლის ცხიმების ორი ტიპი არსებობს:
ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი გადაგვარება და ღვიძლის ალკოჰოლიანი ცხიმოვანი გადაგვარება. გაეცანით თითოეულს ცალ-ცალკე:

ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი გადაგვარება
ღვიძლისგარშემო არსებული ცხიმი არ არის გამოწვეული ალკოჰოლით. ცხიმის მიზეზი შეიძლება იყოს: სიმსუქნე, ქოლესტერინი, მე -2 ტიპის დიაბეტი, ტრიგლიცერიდების მაღალი დონე

ღვიძლის ალკოჰოლიანი ცხიმოვანი გადაგვარება
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება აზიანებს ღვიძლს ისე, რომ ის ბლოკავს ცხიმების მუშაობასა და მის გადამუშავებას. თუმცა, ეს დაავადება ბუნებრივად სწრაფად განკურნებადია. თუ თქვენ იზრუნებთ საკუთარ თავზე და სწორად დაიცავთ აღნიშნული ცხიმების დაშლასთნ დაკავშირებულ მკურნალობას ეს ცხიმები მალე გაქრება.

გსურთ იცოდეთ როგორ განკურნოთ ცხიმოვანი ღვიძლი რამდენიმე დღეში?
გთავაზობთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების ვარიანტებს ცხიმოვანი ღვიძლის გასუფთავებისა და მკურნალობისთვის.

ლიმონი და ცაცხვი
ლიმონი და ცაცხვი ცნობილია ღვიძლის ცხიმის შემცირებაში. ისინი ასევე აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს, ხელს უწყობენ წონის დაკლებას. შეურიეთ ერთმანეთში ლიმონი და ცაცხვი. მიღებული ნარევისგან გამოწურეთ წვენი და დალიეთ ყოველ დილით 1 ჭიქა. ეს ნარევი დაგეხმარებათ მოიცილოთ არასასურველი ცხიმები ღვიძლიდან.

არტიშოკი
ეს არის ძლიერ შარდმდენი ბალახი, რომელსაც შეუძლია მრავალი სარგებელი მოუტანოს ჩვენს სხეულს, როგორიცაა: გამოდევნოს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, შეამციროს ცხიმის დონე, შეამციროს სისხლში შაქრის დონე, შეამციროს ცხიმის შეწოვა. რეკომენდებულია არტიშოკის ჩაის დალევა ყოველდღე, დღეში 3-ჯერ 1 ჭიქა ჭამის წინ. ჩაის დასამზადებლად საჭიროა: აადუღეთ1 ლიტრი წყალი და ადუღებისას დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მცენარე. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და დააფარეთ ზემოდან თავსახური. გააჩერეთ ნარევი ასეთ მდგომარეობაშ 20 წუთი. შემდეგ დაისხით 1 ჭიქა და დალიეთ.

ჭარხალი
ჭარხალი ძალიან ეფექტურია ორგანიზმის გაწმენდისას და ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი სითხეების, შაქრებისა და ცხიმების აღმოსაფხვრელად. ღვიძლის ცხიმების მოსაცილებლად საუკეთესო საშალებაა ჭარხლის წვენის დალევა, რომელიც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეთვისებას. თუ არ მოგწონთ მისი გემო, შეგიძლიათ შეაზავოთ იგი წყლით ან სხვა ბოსტნეულის ან ხილისა და კენკრის წვენით. გახსოვდეთ, რომ კარგი შედეგის მისაღებად, ბუნებრივი საშუალებების მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მიიღოთ დაბალანსებული დიეტა და ივარჯიშოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას..

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Facebook კომენტარები