მეცნიერებმა კომბოსტოში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ნაწლავებს კიბოსგან იცავსბუნებაში არსებობს უამრავი სასარგებლო ხილი თუ ბოსტნეული, რომელთა სასარგებლო თვისებების შესახებ არ ვიცით. კომბოსტო ერთ-ერთი მათგანია. მის შემადგენლობაში არაერთი ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ვიტამინია. მას აქვს C ვიტამინის მაღალი შემცველობა, იმდენად მაღალი, რომ მას შეუძლია ბევრ ციტრუსთან შედარებით უკეთესი შედეგი მოგვცეს.
ისინი, ვინც ხშირად მოიხმარს კომბოსტოს, უფრო ნაკლებად აწუხებთ მსხვილი ნაწლავის კიბო, რაც მიანიშნებს მის ძლიერ ეფექტზე. ამის შესახებ მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რის საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ ის ააქტიურებს სპეციალურ ცილას, სახელწოდებით არილ ნახშირწყალბადის რეცეპტორს, რომლის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ანთება და კიბო. ამრიგად, კომბოსტოს მოხმარება ხელს უწყობს ეპითელიუმის აღდგენას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს რისკს. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ადასტურებს კავშირს მსხვილი ნაწლავის კიბოსა და არაჯანსაღ კვებას შორის. ”მიღებული შედეგები იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რადგან ისინი საუბრობენ ბოსტნეულით მდიდარი დიეტის წყალობით კიბოს განვითარების რისკების შემცირების შესახებ”, - აღნიშნავენ მეცნიერები.

მეორეს მხრივ, კომბოსტოს აქვს ელემენტები, რომლებიც წარმოუდგენელი გზებით აჩქარებს ჩვენს მეტაბოლიზმს. ნივთიერებებით, რომლებიც სასარგებლოა ესტროგენის მეტაბოლიზმისთვის, იდეალურია ქალებისათვის, რადგან ამცირებს საკვერცხის, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რისკს.

კომბოსტოს უპირატესობები
კომბოსტო არაჩვეულებრივია როგორც შარდმდენი საშუალება. ის ეხმარება შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, გულსისხლძარღვთა დაავადებების და შარდმჟავას პრობლემების მკურნალობასა და დროულ პრევენციას. კომბოსტო ეხმარება რევმატიზმსა და ართრიტის პრობლემის მოგვარებას. ხელს უწყობს ჩვენი საჭმლის მომნელებელ სისტემას და ნაწლავის ფლორას. თუ სხეულის გარეთ პრობლემა გაქვთ, შეგვიძლია კომბოსტოს ფოთლები გამოვიყენოთ, რომ გავათავისუფლოთ სხეული ტკივილისაგან.

კომბოსტოს გამოყენების გზები
სისხლჩაქცევები-ს დროს აიღეთ კომბოსტოს სუფთა ფოთლები და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას. მისი ეფექტურობა ასევე შესამჩნევია სახსრების ტკივილის დროს.
ფარისებრი ჯირკვალი: კომბოსტოს წყალობით შეგიძლიათ მოაწესრიგოთ ფარისებრი ჯირკვალი. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ კომბოსტოს 2 ფოთლის დადება ყელისა და კისრის არეში, ნახავთ თუ როგორ უმჯობესდება და ცხრება ფარისებრი ჯირკვალი.
თავის ტკივილი: თუ სტრესით, ძილის ნაკლებობით ან დაღლილობით გამოწვეული თავის ტკივილი იგრძენით, დაიდეთ კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი თავზე და ნახავთ, რომ ტკივილი ნელ-ნელა გაქრება.
სარძევე ჯირკვლის ტკივილი ძუძუთი კვების დროს: ხშირ შემთხვევაში, როდესაც მშობიარობის შემდეგ ქალის მკერდში იწყება რძის ჩადგომა, ჩვილი ვერ ასწრებს მის გამოწოვას. ამის შედეგად რძე იწყებს გამაგრებას და შესაბამისად მკერდიც მკვრივდება. ეს ძალიან მტკივნეულია. ამან შეიძლება სიცხეც კი გამოიწვიოს. დაიდეთ კომბოსტოს ფოთოლი გამაგრებულ მკერდზე. ის მაშინვე დაიწყებს მოქმედებას და ტკივილიც შემსუბუქდება.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია