როგორ ვუმკურნალოთ სისხლჩაქცევებს სუფრის მარილის დახმარებით? ეფექტური მეთოდია!!.კანისა და კანქვეშა ქსოვილის სისხლძარღვები ძალიან თხელია და ადვილად ზიანდება სისხლჩაქცევებით, ძლიერი წნევით ან სხვა მიზეზით. გაჟონილ სისხლს იწოვს მიმდებარე ქსოვილები და წარმოიქმნება ჰემატომა(სისხლჩაქცევა). ის თანდათან შეიცვლის ფერს, მუქი იასამნის ფერიდან ნელ-ნელა გახდება ყვითელი, ბოლოს კი გაქრება თავისით. ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი კვირა. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ ეს პროცესი ხალხური მეთოდების გამოყენებით.

ყველაზე ხშირად, სისხლჩაქცევების გამოჩენას წინ უძღვის ძლიერი დარტყმა, რომლის შეუმჩნევლობაც შეუძლებელია. ეს აზიანებს მცირე სისხლძარღვებს, მცირე რაოდენობით სისხლი გამოედინება მათგან და აღწევს კანქვეშა ქსოვილში და კანის ქვედა ფენებში. დაზიანების საპასუხოდ, ხდება ადგილობრივი შეშუპება – სხეულის დამცავი რეაქცია. ამ ეტაპზე სისხლჩაქცევები ჯერ არ ჩანს, მაგრამ უკვე აუცილებელია მოქმედების დაწყება.

იმისთვის, რომ ძლიერი დარტყმის შედეგად მიღებული სისლჩაქცევები მოიშოროთ, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული წამლების მიღება, ტკივილის განმუხტვა შესაძლებელია მარილიანი ხსნარით. წარმოგიდგენთ ძველ ხალხურ რეცეპტს, რომელსაც ქირუგებიც კი იყენებდნენ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი. 2 სუფრის კოვზი სუფრის მარილი და 200-250 მლ / ლ წყალი (სასურველია გამოიყენოთ წვიმის წყალი, გამდნარი ან გამოხდილი, თუმცა ასევე შეგიძლიათ ონკანის წყალის გამოყენებაც).

თასში ჩაყარეთ სუფრის მარილი და დაასხით თბილი წყალი. აურიეთ იმდენ ხანს, სანამ მარილი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ დაასველეთ ბამბის ქსოვილი (4 ან 8 ფენიანი). მსუბუქად დაიფინეთ ეს ქსოვილი მტკივნეულ ადგილას. ზემოდან არ დაიფაროთ არაფერი, რადგან ქსოვილმა უნდა ისუნთქოს (მისი ჩახურების შემთხვევაში უფრო გაიღიზიანებთ სისხლჩაქცევას). გაიჩერეთ ბამბის ქსოვილი 8-10 საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლისა და საპნის დახმარებით დაჟეჟილი ადგილები.

აუცილებლად სანახავი: გაიწმინდეთ ნაწლავები სახლის პირობებში ამ ნატურალური რეცეპტების დახმარებით, ეს ყველას სჭირდება.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები