თუ ხშირად გტანჯავთ ხველა ან ფილტვის დაავადება – სცადეთ ეს რეცეპტი, ის გიშველის!დღესდღეობით უფრო და უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია უარი თქვას სააფთიაქო მედიკამენტების მიღებაზე და ამის სანაცვლოდ მიიღოს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული საშუალებები, რადგან იგი უფრო უსაფრთხოა და ამასთანავე ბევრად ბიუჯეტური.

ხალხურ მედიცინას თუ გადახედავთ, იქ იპოვით ყველა დაავადების სამკურნალო სხვადასხვა საშუალებებს. ამაში არც ხველა და ფილტვების დაავადებებია გამონაკლისი. გთავაზობთ ძალიან კარგ და მარტივ რეცეპტს ხველისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ.

ამ რეცეპტის შემადგენელი კომპონენტებია:

0.5 კგ წითელი ხახვი; 0.5 კგ შაქარი; 2 საშუალო ზომის ლიმონი; 1.5 ლიტრი გაფილტრული წყალი; 7 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.

როგორ მოვამზადოთ? ამისათვის რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

ნახევარი კილო ხახვი გაასუფთავეთ კანისგან, გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და შიგ მოათავსეთ 1/2 კგ შაქარი. ქვაბი დადგით გაზქურაზე, დაბალ ტემპერატურაზე. გამუდმებით ურიეთ ხის კოვზით, რომ შაქარი არ დაიწვას (შეგიძლიათ დაუმატოთ 1/2 ლიმონის წვენი დაუყოვნებლივ). წვრილად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ გამდნარ შაქარს, ოდნავ შეწვით და შემდეგ დაამატეთ წყალი. ადუღეთ სანამ წყლის 1/3 არ აორთქლდება (ამ დროის განმავლობაში მუდმივად უნდა ურიოთ). ამის შემდეგ გადმოდგით ქვაბი გაზქურიდან და დაელოდეთ მიღებული მასის გაციებას. როდესაც მასა გაცივდება შემდეგ დაამატეთ თაფლი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. დატოვე ნარევი მთელი ღამით გრილ ადგილას. დილით გადაწურეთ და ჩაასხით სითხე შუშის კონტეინერში.

Როგორ გამოვიყენოთ?

მიიღეთ 1 სუფრის კოვზი სითხე ყოველი ჭამის წინ. გაიმეორეთ ეს პროცედურა სანამ  სრულ არ გამოჯანმრთელდებით! ეს წამალი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს, ამიტომ გვერდითი ეფექტის გამოვლინება ფაქტობრივად გამორიცხულია. მხოლოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ ცალ-ცალკე აღებულ ინგრედიენტებზე არ გაქვთ ალერგია (ეს ძრითადად ეხება თაფლს). თუ ხშირად გტანჯავთ ხველა ან ფილტვის დაავადება – სცადეთ ეს რეცეპტი, ის გიშველით.

აუცილებლად სანახავი: გაიწმინდეთ ნაწლავები სახლის პირობებში ამ ნატურალური რეცეპტების დახმარებით, ეს ყველას სჭირდება.

Facebook კომენტარები