მოიშორეთ ფეხის ფრჩხილის სოკო ამ ბუნებრივი ხსნარითსოკოები, რომლებიც ფეხის ფრჩხილებზე გვხვდება, იწვევს ონკომიკოზს. ამის შედეგად ფრჩხილებს აქვთ ისეთი ფერი, რომლის დანახვაც არც თუ ისე სასიამოვნოა, თანაც იგი დაინფიცირების საშიშროებას გვიქმნის, რაც ძალიან საშიშია.
ფეხის სოკოს სამკურნალო უამრავი მედიკამენტი თუ მალამო არსებობს, მაგრამ ისინი გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამჯერად ჩვენ გირჩევთ წამალს, რომლის მომზადებას სახლში შეძლებთ და დაემშვიდობებით ამ არასასიამოვნო დაავადებას ძალიან მალე.
თუ გსურთ გაიგოთ თუ როგორ მზადდება იგი, მაშინ გააგრძელეთ ამ სტატიის კითხვა.
ფრჩხილის სოკოების აღმოფხვრა სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ამისთვის არც ძალიან დიდი დრო გვჭირდება და არც დიდი თანხის დახარჯვა მოგიწევთ. მის მოსამზადებლად თქვენ გჭირდებათ მხოლოდ: 50 მლ/ლ 90% ეთილის სპირტი, 50 მლ/ლ წყალბადის ზეჟანგი, 2 ს/კ თეთრი ძმარი. სულ ესაა.

მომზადების მეთოდი:
მის მოსამზადებლად აიღეთ მინის ჭურჭელი და მასში მოათავსეთ ეთილის სპირტი და წყალბადის ზეჟანგი. ამის შემდეგ დაუმატეთ ნარევს ძმარი(ამ თანმიმდევრობის შერევა ხელს შეუშლის ალკოჰოლის აორთქლებას). შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ მინის ჭურჭელში გრილ მშრალ ადგილას. ყოველთვის ეცადეთ, რომ კონტეინერი დახურული გქონდეთ.

გამოყენების მეთოდი:
სანამ ნარევის გამოყენებას დაიწყებდეთ, აუცილებელია დაზარალებული ფრჩხილების საფუძვლიანი გასუფთავება, დაბანა და კარგად შემშრალება. ამის შემდეგ დაასველეთ ბამბის დისკი მიღებულ ნარევში და ფრთხილად წაისვით ფრჩხილის ზედაპირზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ცვლილებას აუცილებლად შეამჩნევთ.

რჩევები ფრჩხილის სოკოების თავიდან ასაცილებლად:
ფეხები კარგად უნდა დაიბანოთ და გაიმშრალოთ. გირჩევთ გამოიყენოთ ნეიტრალური გელი, რომელიც ხელს უშლის კანის გაღიზიანებას. გაგიკვირდებათ და იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ფრჩხილის სოკო აუცილებელია ფრჩხილების სწორად დაჭრა. თუ ფეხები ხშირად გიოფლიანდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფხვნილები, ფუნგიციდები ან ტალკი. გამოიყენეთ კომფორტული ფეხსაცმელი, სასურველია ისეთი მასალისგან იყოს დამზადებული, რომელიც ჰაერს თავისუფლაფ ატარებს. პერიოდულად გამოცვალეთ ფეხსაცმელი, გამოიყენეთ ბამბის წინდები. მუდამ ატარეთ ფეხსაცმელი საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა პლაჟები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, საუნები ან საზოგადოებრივი საშხაპეები, რადგან ფეხშიშველი სიარული სოკოების გაჩენის ერთ-ერთი უმარტივესი გზაა. ეცადეთ ყველანაერად მოერიდოთ სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმას.

როგორც ხედავთ, ეს წამალი ძალიან ეფექტურია ფრჩხილის სოკოების მოსაშორებლად. ვიმედოვნებთ, რომ ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება. გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას..

აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია