ის, რასაც გერმანელი ექიმები ურჩევენ ჰიპერტენზიულ პაციენტებს..

გაქვთ მაღალი წნევა? მაშინ სასწრაფოდ უნდა გააკეთო რამე. მედიკამენტები არსებობს მის შესამცირებლად, მაგრამ არტერიული წნევის შემცირების უფრო “ბუნებრივი” გზები არსებობს.

ეწევით? გაწუხებთ ჭარბი წონა? ვარჯიშობთ ცოტათი? მოგწონთ ერთი ან ორი ჭიქის დალევა? გასაკვირი არ არის, რომ თქვენ გაქვთ ჰიპერტენზია. თქვენ სასწრაფოდ უნდა გააკეთოთ რაიმე თქვენი არტერიული წნევის სტაბილიზაციისთვის.

აუცილებელია თვალი ადევნოთ თქვენს წონას! თუ ის 30%-ით აჭარბებს ნორმას, ე.ი. თქვენ რისკის ჯგუფში ხართ. არტერიულ წნევაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი და ხელმისაწვდომი საშუალებაა მარილიანი საკვების შეზღუდვა ან საერთოდ გამორიცხვა. გახსოვდეთ, ჭამის დროს საჭმლისთვის მარილის დამატება მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის! ასევე საჭიროა შეზღუდოთ კონსერვების, შებოლილი პროდუქტის მიღება. ჰიპერტონიკმა ადამიანმა თავის დიეტაში უნდა ჩართოს კალიუმით მდიდარი და ნატრიუმით ღარიბი პროდუქტები: მწვანილი, პარკოსნები, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, ბანანი და ფორთოხალი. შეზღუდეთ შემწვარი ხორცის მიღება, სამაგიეროდ  ზაფხულში რამდენიც გენებოთ მიირთვით საზამთრო და ნესვი.

იცით თუ არა, რომ საზამთროს ქერქი და თესლი ბრწყინვალე წამალია ჰიპერტენზიის დროს? კარგად გაახმეთ ქერქი და თესლი, დაფქვით და მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი  ფხვნილი 2-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

აიღეთ ერთი თავი ხახვი, მოაცილეთ ჩენჩო და ჩადეთ ანადუღარი წყლით ნახევრად სავსე ჭიქაში, გააჩერეთ ერთი ღამით და დილით დალიეთ სითხე უზმოზე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. გარდა იმისა, რომ ხახვი დაბლა სწევს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლძარღვების სტრუქტურასა და შემადგენლობას.

გახსოვდეთ: არტერიულ წნევას მაღლა სწევს ზოგიერთი წამალიც: მაგალითად, ანტაციდები, ცხვირში ჩასაწვეთებლები, ზოგიერთი გამაყუჩებელი, რომლებიც კოფეინს შეიცავს.

აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები