ექიმები ამ სასმელს ბუასილისა და რევმატული დაავადების მქონე პაციენტებს ურჩევენ! ეს სასწაულმოქმედი ზეთი ყველას ოჯახში უნდა იყოს

ქაცვი (აპლიპიხა) უაღრესად სასარგებლო და ამავე დროს გემრიელი კენკრაა. მისგან მზადდება უგემრიელესი ჯემი და წვენი. გარდა ამისა, ქაცვისგან აკეთებენ ზეთს, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა ჩვენი კეთილდღეობისთვის. ამ ზეთს აქვს უამრავი დადებითი მხარე. ქაცვის ზეთი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს. როდესაც ადამიანი მოიხმარს ქაცვის ზეთს, მისი მონელება უმჯობესდება, კუჭის წვენის სეკრეცია რეგულირდება და ლიპიდური ცვლა უმჯობესდება. პროდუქტი გამოიყენება თორმეტგოჯა ნაწლავის, გასტრიტის, კოლიტისა და კუჭის წყლულების დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში. იგი ამცირებს მჟავიანობის დონეს. რეკომენდებულია ბუასილის და სინუსიტის სამკურნალოდ. ის ასევე C ვიტამინის საწყობად ითვლება, ამიტომ შეუცვლელია გაციების დროს და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

მისი მომზადება ძალიან ადვილია.
აიღეთ ქაცვი და გარეცხეთ გულმოდგინედ. შემდეგ გამოატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 2-ჯერ. მიღებული მასა მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში. ქილა არ გაავსოთ (დაახლოებით 2/3 ნაწილი გაავსეთ). დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მზიან ადგილას. მე-4 მე-5 დღეს იგი მოიყენებს ზეთს. რაც უფრო მეტხანს დადგამთ მზეზე, მით უფრო მეტ ზეთს გამოუშვებს. მიღებული ზეთი გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლში, შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ეს საყურადღებოა: ქაცვის ზეთი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდი რაოდენობით ინდივიდუალური შეუწყნარებლობის, ღვიძლის დაავადების, პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ასევე, არ გამოიყენოთ ზეთი დიარეის დროს.

აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას. kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები