ჭინჭრის ნაყენი სასწაულმოქმედი საშუალებაა სისხლდენის შესაჩერებლად!. აი როგორ უნდა მოამზადო სახლშიჭინჭარი საკმაოდ პოპულარული მცენარეა ხალხურ მედიცინაში. იგი გამოიყენება, როგორც სისხლდენის საწინააღმდეგო საშუალება ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და სწორ ნაწლავიდან ბუასილური სისხლდენის დროს. ამ მიზნით იყენებენ ჭინჭრის ნაყენს 15-20 წვეთს 1 ჭიქა წყალზე. მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

როგორ უნდა მოამზადოთ და მიიღოთ ჭინჭრის ნაყენი
ჭინჭრის ნაყენის მოსამზადებლად უნდა დაჭრათ ჭინჭარი წვრილად და ზემოდან დაასხათ მდუღარე წყალი შემდეგი პროპორციით- 4 ჩაის კოვზი დაჭრილი ჭინჭარი და 1 ჭიქა მდუღარე წყალი (შეგიძლიათ მოცულობა გაზარდოთ მოცემული პროპორციის შესაბამისად). დაელოდეთ ნაყენის გაცივებას და გაფილტრეთ, შემდეგ 15-20 წვეთი ნაყენი ამოიღეთ პიპეტით და ჩააწვეთეთ 1 ჭიქა წყალში. დალიეთ 1 სუფრის კოვზი ნარევი დღეში 3-4-ჯერ.ჭინჭარი აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, რეკომენდებულია რევმატიზმის, ათეროსკლეროზის, ეგზემის, კუჭშეკრულობის დროს, პოპულარულია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

თუ თვითმკურნალობთ, გაითვალისწინეთ მცენარის ზოგიერთი თვისება.
მისი გამოყენება არ შეიძლება: საშვილოსნოს სისხლდენისა და სხვადასხვა ნეოპლაზმების დროს, მძიმე ათეროსკლეროზითა და თრომბოფლებიტით, მაღალი წნევით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს და ნებისმიერი ფორმით, გარდა თმის დასაბანად . ჭინჭრის ინფუზიამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა.

აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები