avia.ge

მე ვიპოვე მკურნალობის მეთოდი, რომელმაც მიხსნა ფეხების საშინელი ტკივილისგან! გირჩევთ თქვენც სცადოთ, არ ინანებთ!რამოდენიმე წლის წინ, ღამით ჩემი ფეხები დაიგრიხა (გამეკვანძა) და არ ვიცოდი – არ ვიცოდი რა და როგორ გამეკეთებინა. ამ დროს მქონდა საშინელი ფეხების ტკივილი. ამ ყველაფრის შედეგად დამეწყო უძილო ღამეები, ძილის ნაკლებობა, დაღლილობა და გაღიზიანება. მაგრამ მე ვიპოვე წამალი ჩემი ფეხების გამოსაჯანმრთელებლად. დიდი სიამოვნებით გიზიარებთ თქვენც.

მე ჩავასხი 2-3 ლიტრი თბილი წყალი თასში, გავხეხე სარეცხი საპონი და ჩავყარე წყალში ისე, რომ წყალი რძის მსგავსად თეთრი გახდა. მე დავამატე ერთი მუჭა სოდა და ზღვის მარილი (ნებისმიერი შესაფერისია), ავურიე სანამ არ დაიშლება, დავამატე ქვაბიდან ცხელი წყალი, რომელსაც გავუძლებდი, კვლავ ავურიე, დავამატე 10 წვეთი იოდი. ფეხები ამ ხსნარში ჩავყე ტერფამდე 15 წუთის განმავლობაში – არც ერთი წუთით მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება საპირისპირო პროცესი! ამ ხნის განმავლობაში, ხსნარი ამოიღებს ყველა ტკივილს ფეხებიდან. ფეხები პირსახოცით გავიწმინდე, სამკურნალო მალამოთი შევიზილე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი), ფეხებზე მსუბუქი მასაჟი გავიკეთე, მატყლის წინდები ჩავიცვი და დასაძინებლად დავწექი.

პირველად მომზადებული ხსნარი გამოიყენება 3 დღის განმავლობაში, ოღონდ ყოველ ჯერზე ვზრდიდი წყლის ტემპერატურას და იოდის ვამატებდი 10 წვეთს, ფეხებს ვაჩერებდი ყოველ ჯერზე 15 წუთის განმავლობაში. 3 ჯერ გამოყენების შემდეგ, მოვამზადე ახალი ხსნარი. გააკეთეთ 10-12 პროცედურა (ყოველდღიურად), შემდეგ შესვენება გააკეთეთ, თქვენი კეთილდღეობის შესაბამისად. მათთვის, ვისაც პრობლემები აქვს ვენებთან (ვარიკოზული ვენები და თრომბოფლებიტი), გააკეთეთ ხსნარი არა ცხელი, არამედ თბილი წყლით.

პირველი პროცედურის შემდეგ მე მშვიდად მეძინა და 10 პროცედურის შემდეგ დამავიწყდა როგორ მტკიოდა ფეხები. ფეხებმა დაისვენეს ასეთი ზრუნვის შემდეგ! ახლა მე ვატარებ მკურნალობას ხანდახან, როდესაც ეს საჭიროა.

Facebook კომენტარები
aviabiletebi online