ერთხელ და სამუდამოდ მოიშორეთ ჭიები ორგანიზმიდან. ეს ძალიან მარტივია!მოზრდილებში ჰელმინთური ინფექციის მკურნალობა არის კომპლექსური ღონისძიება, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ამოიღებს პარაზიტებს სხეულიდან. ჭიები ადამიანისთვის დიდი საფრთხეა, რადგან ისინი ყველგან გვხვდება. მოზრდილებში პარაზიტები ჩნდებიან ჰიგიენის წესების შეუსრულებლობის ან დაუბანელი ბოსტნეულის, ცუდად მოხარშული ხორცის და დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო. პარაზიტებისგან თავის დაცვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მათი განკურნება ადვილია. ხალხური საშუალებები და მედიკამენტები ხელს შეუწყობს პარაზიტების ამოღებას ადამიანის ორგანიზმიდან სახლში.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:
სტაფილო-იცოდით, რომ სტაფილოს ჭამა დაგეხმარებათ ნაწლავის პარაზიტების მოკვლაში? გაათბეთ 2 სტაფილო და მიირთვით დილით უზმოზე და მალე ყველა პარაზიტს მოიცილებთ ორგანიზმიდან. გარდა ამისა სტაფილო გააუმჯობესებს თვალის ჯანმრთელობას.
ბოსტნეულის წვენი-უმი ბოსტნეულის წვენს დიდი სარგებელი მოაქვს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ახალი ბოსტნეულის წვენები ხშირად შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და მათ ასევე შეუძლიათ გაწმინდონ სისხლი პარაზიტებისა და ტოქსინებისგან. დალიეთ სტაფილოს, ნიახურის, ისპანახისა და კიტრის წვენი, თუ ნაწლავის პარაზიტები გაწუხებთ და მათი სწრაფად მოშორება გინდათ.
ზეითუნის ზეთი-ზეითუნის ზეთს შეუძლია მოკლას ყველა პარაზიტი ძალიან მოკლე დროში. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ორეგანოს ფოთლებს და დალიეთ ეს ნარევი დღეში ორჯერ თაფლით, რომ გაანადგუროთ ყველა ნაწლავის ჭიები და გააუმჯობესოთ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება.
ნიორი-ნიორი არის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკი და ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია ნაწლავის პარაზიტების განადგურება და ჯანმრთელობის სრული გაუმჯობესება. ნაწლავებიდან ჭიების მოსაშორებლად მოგიწევთ ორიოდე კბილი ნივრისა და ქუნჯუთის ზეთის შერევა. მოხარშეთ ნარევი და შემდეგ მიიღეთ დღეში ორჯერ, პარაზიტების გასაქრობად.
თუ ნაწლავის ჭიები გაწუხებთ, სცადეთ ამ ბუნებრივი საშუალებებიდან რომელიმე და გაოცდებით შედეგებით! გისურვებთ ჯანმრთელობას.
აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა.
Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.