დაემშვიდობეთ ვარიკოზულ ვენებს, კალუსებს და გაბზარულ ქუსლებს სახლის პირობებში
ქუსლების კანს ბუნებით გაცილებით მკვრივი სტრუქტურა აქვს, ვიდრე სხეულზე და სახეზე, რადგან სწორედ ქუსლებს აქვთ ძირითადი დატვირთვა სიარულის დროს. პრობლემები ფეხების კანზე იწყება მაშინ, როდესაც ირღვევა კანის უჯრედების განახლების ბალანსი, ანუ ახალი უჯრედების წარმოქმნის სიჩქარე აღემატება დესქვამაციის მაჩვენებელს. ამ ფენომენს ჰიპერკერატოზს უწოდებენ. ეს ასევე იწვევს ბზარების წარმოქმნას.

ბევრ ადამიანს ხშირად აწუხებს ფეხის პრობლემები, როგორიცაა
კანის სიმშრალე, რქოვანი წანაზარდები, დაბზარული ქუსლები, რაც, როგორც წესი, გამოწვეულია არასათანადო მოვლით, არასასიამოვნო ფეხსაცმლის ტარებით, კანის ტენიანობის ნაკლებობით ან ცუდი კვებით. თუმცა, ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად ეფექტური საშინაო სამკურნალო საშუალება, რომელსაც შეუძლია გადაჭრას ყველა ეს პრობლემა, ასევე გაათავისუფლოს ვარიკოზული ვენები.

აი როგორ მოამზადოთ იგი:
რა დაგვჭირდებათ :
1 ს.კ. კურკუმა
10 ასპირინის ტაბლეტი
1 ჭიქა სამედიცინო სპირტი

როგორ მოვამზადოთ აღნიშნული წამალი?
პლასტმასის ღრმა ჭურჭელში ჩაასხით სამედიცინო სპირტი. შემდეგდაამატეთ კურკუმა. წინასწარ კარგად დააქუცმაცეთ ასპირინის ტაბლეტები და შემდეგ ჩააყარეთ ნარევში. კარგად ამოურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებულ მასას დააფარეთ თავზე და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას 24 საათის განმავლობაში.

როგორ გამოვიყენოთ?
ყოველ საღამოს, ძილის წინ შეიზილეთ მზა წამალი ფეხის ქუსლებზე, შემდეგ კი დაიფარეთ ბამბის დისკები და ზემოდან ჩაიცვით თბილი წინდები. დილით მოიხსენით სახვევი და ჩამოიბანეთ ფეხები თბილი წყლით. შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი. მკურნალობა უნდა გაიმეოროთ 10 დღის განმავლობაში. ეს წამალი გაგათავისუფლებთ ხორკლიანი, დაბზარული ქუსლებისგან და ვარიკოზული ვენებისგან.
გისურვებთ ჯანმრთელობას..

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები