იაპონური მეთოდი: ჩააწყვეთ ფეხები ამ ნარევში და გაწმინდეთ მთელი სხეული
ჩვენს ორგანიზმში არის ბაქტერიები და ტოქსინები, რომლებიც დროულად უნდა აღმოიფხვრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გახდებიან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისა და სერიოზული დაავადებების მიზეზი.

დეტოქსიკაციის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტური ეს ფეხის ტექნიკაა. სხეულის ნერვების უმეტესობა განლაგებულია ფეხებში. ამიტომაც არის ბევრად უფრო ეფექტური სხეულის დეტოქსიკაცია ფეხებით.

გაეცანით სხეულის დეტოქსიკაციის იაპონურ მეთოდს

შეავსეთ თასი ცხელი წყლით და დაამატეთ ნახევარი ჭიქა ეპსომის მარილი, ნახევარი ჭიქა საცხობი სოდა, ნახევარი ჭიქა ზღვის მარილი, ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და თქვენი სურვილისამებს რამდენიმე ეთერზეთი. კარგად აურიეთ სანამ ყველა ინგრედიენტი არ დაიშლება, შემდეგ კი ჩააწყვეთ ფეხები მასში. გააჩერეთ ფეხები წყალში 30 წუთის განმავლობაში. მაგრამ თუ თავს სუსტად გრძნობთ, არ ინერვიულოთ, რადგან ეს დეტოქსიკაციის პროცესის ნაწილია. ასევე რეკომენდირებულია მაგნიუმის მიღების გაზრდა ყოველდღიურ დიეტაში.

თქვენს ორგანიზმში მაგნიუმის დონის გასაზრდელად, შეგიძლიათ გააკეთოთ აბაზანა ნახევარი ჭიქა Epsom მარილით და თქვენთვის სასურველი ეთერზეთით. აურიეთ სანამ არ განზავდება და დაამატეთ ბენტონიტის თიხა წინასწარ შერეულ წყალს. გააჩერეთ ფეხები ნარევში დღეში 25 წუთის განმავლობაში, რათა გაზარდოთ მაგნიუმის დონე სხეულში და გააუმჯობესოთ სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვა.

აბაზანა ჯანჯაფილით და წყალბადის ზეჟანგით

ჩაასხით ცხელი წყალი აბაზანაში და დაამატეთ ერთი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი და ერთი კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი. მიიღეთ აბაზანა 30 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუწყობს უჯრედების და ქსოვილების აღდგენას, ასევე ორგანიზმის გაწმენდას ყველა ტოქსინებისა და ბაქტერიებისგან.

იმისდა მიუხედავად, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ ამ სამიდან, თქვენ უნდა შეასრულოთ პროცედურა უწყვეტად ერთი თვის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები