ეს მარტივი ხრიკი ხელს შეუწყობს თქვენი თმის ენერგიულ ზრდას! ეს უნდა სცადოთ!
თმა, განსაკუთრებით ქალებში, სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ელემენტია. იმისთვის, რომ ჩვენი თმა მუდამ ფორმაში გვქონდეს ვიყენებთ სხვადასხვა საშუალებებს. ვისწორებთ თმას მაღალ ტემპერატურაზე, ვიღებავთ, ვიშრობთ ფენის დახმარებით, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აუარესებს თმის სტრუქტურას, რის გამოც თმა ძალიან ზიანდება, ხუნდება, იწყებს ცვენას და ჩნდება გაყოფილი ბოლოები.
საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი შამპუნის რეცეპტი, რომელიც დაუბრუნებს თმას ბზინვას, მოცულობას და ჯანმრთელობას!
ხელნაკეთი რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ძალიან მოკლე დროში იძლევა ფანტასტიურ შედეგებს. კერძოდ, მისი გამოყენებიდან ერთი თვის შემდეგ, თმა ბევრად უკეთესად გამოიყურება.
სანამ ამ შამპუნის ინგრედიენტებსა და მის მომზადების პროცესს გავეცნობით, მოდით დეტალურად გავიგოთ შამპუნში შემავალი ინგრედიენტები.
ჭინჭარი
ჭინჭარი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა თქვენი კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის. ეს ასტიმულირებს სკალპის სისხლის მიმოქცევას და ამით აჩქარებს თმის ზრდას.
აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი მდიდარია E ვიტამინით და ricinoleic მჟავით. ის ხელს უწყობს თმის ჯანმრთელ ზრდას. აგრეთვე ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გამო, ხელს უშლის ქერტლისა და ბაქტერიების გავრცელებას.
პანთენოლი
პანთენოლის მჟავა, ან ვიტამინი B5, ხელს უწყობს სკალპის ჯანმრთელობას და ასტიმულირებს თქვენი თმის რეგენერაციის პროცესს.
ახლა კი გადავიდეთ ამ შამპონის შემადგენლობასა და მომზადების წესზე.
საჭირო ინგრედიენტები:
500 მლ ჩვეულებრივი შამპუნი (მავნე დანამატების გარეშე)
1 ამპულა ვიტამინების B1, B5, B6
50 მლ აბუსალათინის ზეთი
100 მლ პანთენოლის წყალხსნარი
30 მლ ჭინჭრის სპირტის ნაყენი
მომზადების მეთოდი:
აიღეთ ჭურჭელი, სადაც მოათავსებთ აღნიშნულ ინგრედიენტებს. სათითაოდ ჩაასხით ჭურჭელში და ნელ-ნელა აურიეთ ყველა ინგრედიენტი. მიღებული ნარევი გადაიტანეთ ბოთლში და ზემოდან დააფარეთ სახურავი. გამაჯანსაღებელი შამპუნი მზად არის.
გამოყენება:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი. შეიზილეთ ეს ნარევი თქვენს სკალპზე და თმაზე. შემდეგ გაიჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომ შამპუნმა დაიწყოს მოქმედება და ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გარდა ამისა, რეკომენდებულია ჭინჭრის ჩაის მიღებაც, რადგან ის ზრდის სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს თქვენს ჰორმონებს, რადგან ორივე ეს პრობლემა იწვევს თმის ცვენას.