შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს წყლის შეკავებით! გაეცანით მისი აღმოფხვრის 5 ბუნებრივ გზას! ეს მნიშვნელოვანია!

რა არის წყლის შეკავება?
წყლის შეკავება არის ტერმინი, რომელიც აღწერს სითხის გადაჭარბებულ დაგროვებას სხეულის ქსოვილებში. შეშუპებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ხელებზე, ტერფებზე და ფეხებზე. სხეული 70 % წყალია, ხოლო ჭარბი წყალი გამოიყოფა შარდით. ეს სისტემა შეიძლება სხვადასხვაგვარად დაირღვეს, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს სხეულში ძალიან ბევრი წყლის შეკავებას.

შეშუპება არ არის დაავადება, ეს არის სიმპტომი. თუ შეშუპებასთან გაქვთ საქმე, თქვენი სხეული ცდილობს გითხრათ, რომ რაღაც არასწორია თქვენს ორგანიზმში. ცუდი მიმოქცევა, სტრესი, ჰიპერტენზია, ფიზიკური უმოქმედობა, ალერგია და მენსტრუაცია წყლის შეკავების პოტენციური მიზეზებია.

ბუნებრივი საშუალებები წყლის შეკავების შესამცირებლად

დენდელიონი
მისი შარდმდენი ეფექტის გამო, დენდელიონი არის შესანიშნავი გამოსავალი სხეულის ზედმეტი სითხის მოსაშორებლად. ის მდიდარია კალიუმით, რაც ამცირებს ნატრიუმის დონეს ბუნებრივი გზით. ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი გამხმარი დენდელიონი 1 ჭიქა ცხელ წყალში და გააჩერეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ეს ჩაი დღეში სამჯერ.

ოხრახუში
დენდელიონის მსგავსად, ოხრახუშსაც აქვს ძლიერი შარდმდენი თვისებები. ოხრახუშის ჩაის მოსამზადებლად ჩაყარეთ ორი ჩაის კოვზი ოხრახუშის გამხმარი ფოთოლი 1 ჭიქა ცხელ წყალში და დატოვეთ ათი წუთი. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ.

ჭინჭარი
ჭინჭარი დიდი ხანია გამოიყენება სახსრების ტკივილის სამკურნალოდ და ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის მოსაშორებლად. დაასხით ცხელი წყალი სამ ჩაის კოვზ ხმელ ფოთოლს და დალიეთ 3-4 ჭიქა ყოველდღიურად.

კამის თესლი
კამა ასევე მოქმედებს როგორც შარდმდენი და ხელს უწყობს თირკმელებით წყლისა და ნატრიუმის გამოყოფის გაზრდას. ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი კამის თესლი 1 ჭიქა ცხელ წყალში, დატოვეთ ათი წუთი, დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ და დალიეთ.

Epsom მარილი
Epsom მარილის აბაზანას შეუძლია აღმოფხვრას ზედმეტი წყალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მუშაობს ორგანიზმიდან წყლის და ტოქსინების ჭარბი რაოდენობით გამოდევნის გზით. თქვენ მხოლოდ უნდა აურიოთ ორი ჭიქა მარილი თბილ აბაზანაში და  თხუთმეტი წუთის განმავლობაში მოათავსოთ ფეხები. საუკეთესო შედეგისთვის, გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯის გასაოცარი თვისებები , ეს ყველამ უნდა იცოდეთ.

Facebook კომენტარები