Flekosteli

კუნელის სასარგებლო თვისებები. თქვენ ეს უნდა იცოდეთ!

კუნელი მეტად სასარგებლო მცენარეა. პოპულარულია არა მხოლოდ ხალხურ, არამედ თანამედროვე მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და ძალიან სასარგებლო ნივთიერებას – ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები, მათ შორის კოფეინის და ქლოროგენის, ასევე, ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.

კუნელა გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია.

უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას.

არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას.

მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ კუნელის ნაყოფი აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ყოველივე ეს კი ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხებას უწყობს ხელს.

კუნელას ნაყენი: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მილილიტრი (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ. ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი. – ამ ნაყენის მიღება სასურველია გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ.

აიღეთ ნახევარი კილოგრამი მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მილილიტრი (ნახევარი ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ – ეს ნაყენი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან.

კუნელის ნაყენისა თუ მისი შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მნიშვნელოვანია დოზის ზედმიწევნით დაცვა. ჭარბი მიღების შემთხვევაში კუნელმა შესაძლოა, მოწამვლა გამოიწვიოს. გარდა ამისა, მკაცრად იკრძალება კუნელის პრეპარატების გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

აუცილებლად სანახავი:ვარიკოზული ვენების მკურნალობა ამ მეთოდით ყველაზე სწრაფი და ეფექტური აღმოჩნდა.

Facebook კომენტარები
Varikosette