ფრთხილად იყავით ნივრის ყიდვისას! ზოგი ნიორი უფრო მავნებელია ვიდრე მარგებელი!

უკვე დიდი ხანია ნიორი ცნობილია, როგორც შესანიშნავი საშუალება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, გაციების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ. ნიორი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ სისხლის მიმოქცევის სისტემის და გულის მუშაობაზე. გარდა ამისა, ამ საოცარ პროდუქტს შეუძლია შეამციროს სისხლში ქოლესტერინის დონე.

არიან ადამიანები, რომლებიც ზრდიან ნიორს საკუთარ ბაღში და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ნიორი არის მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა. მაგრამ უმრავლესობა მაინც ყიდულობს მას.

ნივრის ზიანი
ნივრის ზიანი შეიძლება იყოს უფრო დიდი ვიდრე მისი სარგებელი, თუ ყიდულობთ ჩინეთიდან შემოტანილ პროდუქტს. სტატისტიკის მიხედვით დღეს ჩინური ნიორი შეადგენს მაღაზიებისა და სუპერმარკეტებისთვის მიწოდებული პროდუქციის მთლიანი რაოდენობის 80% -ს, ზოგჯერ კი ბაზრებზეც. ის გამოიყურება შემდეგნაერად: თეთრი, შეხებით მაგარი, ზომა სტანდარტულად ერთნაერი. სინამდვილეში, ასეთი ნიორი დამუშავებულია მავნე ქიმიკატებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩინური ნიორი არ შავდება, არ ლპება და დიდხანს ძლებს.

ჩინური ნიორი ასევე არასოდეს ამოდის დათესვის შედეგად, რაც უცნაურია.თუ დიდხანს გააჩერებთ ჩვენს ხახვს და ნიორს თბილოთახში, ის იწყებს ზრდას. იგივე ხდება სარდაფებში შენახულ კარტოფილთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი უბრალოდ ლპება. მაგრამ ჩინური ნიორით, არც ერთი ხდება და არც მეორე, რადგან ის ექვემდებარება გამა გამოსხივებას.

როგორ განვასხვავოთ ჩინური ნიორი შინაური ნივრისგან?
ჩინური ძალიან მსუბუქია, ზედმეტად. შესახედაობით მიმზიდველია, ყველა თავი ერთნაირია. და მთავარი გარე მახასიათებელი ის არის, რომ მისი ფესვი მთლიანად ამოჭრილია.

დიდი ყურადღება მიაქციეთ მოხმარებული პროდუქციის ხარისხს. თქვენი ცხოვრების დონე დამოკიდებულია მასზე. ჩვენ გვინდა, რომ ნივრის მკურნალობა არ გადაიზარდოს მოწამვლაში. თუ პირველად ნახეთ ეს ინფორმაცია და თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა, გაუზიარეთ იგი თქვენს მეგობრებს.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Facebook კომენტარები