საუკეთესო რეცეპტები ჰაიმორიტის სამკურნალოდ! წაიკითხეთ, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ!

ჰაიმორიტი ჰაიმორის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. არსებობს მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტი. მწვავე ჰაიმორიტი თავის მხრივ შეიძლება იყოს კატარალური და ჩირქოვანი.
ჰაიმორის ღრუს მწვავე ანთება თავს იჩენს სურდოს, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. მწვავე ჰაიმორიტის დროს ჩვეულებრივ აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, უგუნებობა, ყბების ტკივილი, თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველების და ცემინების დროს. ასე თავის დახრის დროს. ქრონიკული და კატარალური ჰაიმორიტის დროს ეს სიმპტომები სუსტად არის გამოხატული.

ნებისმიერი ჰაიმორიტის მთავარი ნიშანია მუდმივი სურდო, ზოგჯერ ჩიქოვანი ხასიათის. ჰაიმორიტის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ თავის ტკივილი ცალმხრივია. თავის ის ნახევარი, ის ღრუ გვტკივა, რომელიც დაავადებულია.

გაეცანით ჰაიმორიტის სამკურნალო რეცეპტებს

• ჰაიმორიტის დროს შემდეგი მალამო გამოიყენეთ: 1 ჩ. კ. ყოჩივარდას ბოლქვის წვენი აურიეთ (იყიდება ყვავილების მაღაზიაში) ხახვის წვენში, თაფლში, კალანხოეს წვენში, ალოეს წვენში და ვიშნევსკის მალამოში. აიღეთ 2 ასანთის ღერი, დაახვიეთ ზედ ბამბა, დაასველეთ ამ ნარკში და ჩაიდეთ ნესტოებში 30წთ-ით. მკურნალობის კურსი 20 დღეა.

• ჰაიმორიტის დროს ცხვირის მიდამო თბილი წყლით დაიბანეთ, რომელსაც ცოტა იოდის
ხსნარი ან კალიუმის პერმანგანატი აქვს დამატებული.

• გარეცხილი და გაუთლელი შავი ბოლოკის ბოლქვი წვრილად გახეხეთ, 1-2 ს. კ. მიღებული მასა ტილოს ნაჭერში გაახვიეთ და მტკივნეულ ადგილას დაიდეთ (ცხვირზე და ჰაიმორის ღრუზე), წინასწარ მცენარეული ზეთი ან ბავშვის მალამო წაისვით, ზემოდან პერგამენტის ქაღალდი დაიფარეთ და თბილი შარფით შეიხვიეთ. ასეთი კომპრესი ღამით გაიკეთეთ და 10 წუთი გაიჩერეთ.

• ერთნაირი თანაფარდობით ერთმანეთში შეურიეთ ალოეს წვენი, ქრისტესისხლას ფოთლები და თაფლი. ჩაიწვეთეთ ცხვირში 3-5 ჯერ დღეში 5-10 წვეთი ქრონიკული ჰაიმორიტის დროს. ნარევი გადმოაფურთხეთ.

• ისუნთქეთ მოხარშული კარტოფილის ორთქლი

• ჰაიმორის ღრუს ანთების დროს 1-2 წვეთი ფიჭის თაფლი წაისვით ჯერ ერთ, მერე მეორე ნესტოში 3-4 სთ-ში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე.

• ქრონიკული ჰაიმორიტის დროს 15 წთ-ის მანძილზე ღეჭეთ თაფლის ფიჭა დღეში 5-6 ჯერ. ეს შეგიმსუბუქებთ ცხვირით სუნთქვას, შეასუსტებს ცხვირის უბის ანთებას და ავადმყოფობის რეციდივებს.

•  1/2 ლ მდუღარე წყალში მოხარშეთ 2 ს. კ. თხაწართხალას ფოთლები. მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ 30 წთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

• დილით და საღამოს ისე დაწექით ბალიშზე, რომ თავი უკან იყოს გადაწეული და ჩაიწვეთეთ 5-7 წვეთი გამდნარი კარაქი. ასე იწექით 5-7 წთ.

სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები