ქრისტესისხლას ნაყენი ძალიან კარგი საშუალებაა ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ! ეს აქამდე უნდა მეცადა

ღვიძლის ციროზი – ღვიძლის ქრონიკული პროგრესული დაზიანებაა. ახასიათებს ღვიძლის უჯრედების დაზიანება და კვდომა და მათი თანდათანობითი ჩანაცვლება მზარდი შემაერთებელი ქსოვილით. შეიძლება წარმოიშვას როგორც ვირუსული ჰეპატიტის გართულება. ხშირად ციროზის მიზეზი ალკოჰოლია.

დაავადების მთავარი გამომწვევი, როგორც წესი, B და C ჰეპატიტის ვირუსებია. იგი შეუმჩნევლად აზიანებს ორგანიზმს და ფარული ფორმით წლობით ცოცხლობს. დასნებოვანებიდან ციროზის გამოვლინებამდე ხშირად 2 წელი გადის და დარღვევები უმეტესად შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე, როცა ადამიანი გულს ან რამე სხვა დაავადებას მკურნალობს.

თვითონ ციროზის შეცნობა ძნელია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. თუ უცებ უმიზეზო სისუსტეს იგრძნობთ, რომელიც არანაირად არ მიეკუთვნება რომელიმე სხვა დაავადებას, თუ უცებ მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილი გაჩნდება, ძმარვა ან გულისრევა გაწუხებთ, ესე იგი დროა სისხლის კლინიკური ანალიზი გაიკეთოთ.

ახალგაზრდებში დაავადების სიმპტომები და ნიშნები უფრო მკაფიოდ არის გამოხატული
ვიდრე მოხუცებში. ვირუსი უფრო აგრესიულად ბატონობს მათ ორგანიზმში, მოხუცის ორგანიზმში კი ის თითქოს ძალას კარგავს და უფრო სუსტად მოქმედებს და ნაკლებად არის გამოხატულად.

უნდა აღინიშნოს რომ ციროზის და C ჰეპატიტის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით ხანგრძლივია და სამ თვიანი კურსისგან და ამდენივე ხნიანი შესვენებისგან შედგება.
როგორც წესი, ავადმყოფი როგორც კი იგრძნობს გაუმჯობესებას, თავს ანებებს წამლების მიღებას. ღვიძლი კი ყურადღებიან და ფრთხილ დამოკიდებულებას მოითხოვს და მუდმივ დახმარებას, არ დაგავიწყდეთ, რომ ის ჩვენი ორგანიზმის მთავარი ჯირკვალია.
თუ „ციროზი“ დაგიდგინდებათ პანიკაში ნუ ჩავარდებით. ინფექცია ჩვენს ორგანიზმში
დიდი ხნის წინ ჩასახლდა. ცხადია, გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია.

ამიერიდან არავითარი მძიმე ფიზიკური დატვირთვა, აბანო და საუნა. მოერიდეთ ფიზიოთერაპიულ თბურ პროცედურებს ღვიძლის მიდამოში, არ გაირუჯოთ. ალკოჰოლი კატეგორიულად აკრძალულია ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულთათვის და,
მით უმეტეს, ციროზით დაავადებულთათვის.

ციროზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძილის და სიფხიზლის რეჟიმის დაცვა. უნდა
დაიძინოთ არაუგვიანეს 22 საათისა და უნდა ადგეთ არაუგვიანეს 7 საათისა. დღისით 13-დან 15 საათამდე უნდა დაისვენოთ. ფიზიკური დატვირთვა მინიმალური უნდა იყოს. ეს უმნიშვნელოვანესი პირობაა. არავითარი მძიმე ჩანთები, ბინის გენერალური დასუფთავება და ა. შ. აუცილებელია გასეირნება სუფთა ჰაერზე. ოღონდ ნელი ნაბიჯით და შესვენებებით (უმჯობესია მჯდომარე).

ციროზის დროს ძალიან ეხმარება ქრისტესისხლას ბალახის მიღება, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოზის გადამეტებას არ ჰქონდეს ადგილი. ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩ. კ. (უთავო) გამხმარ დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა წყალი, 20 წუთის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი , უშუალოდ ყოველი ჭამის წინ, 1 თვის განმავლოაში, შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და ისევ დალიეთ ნაყენი, შესვენების დროს შეიძლება სვათ ასფურცელას, უკვდავას ან ბაყაყურას ბალახის ნაყენი. 1 ს. კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ და დალიეთ ჭამამდე თითო ს. კ.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Facebook კომენტარები