მოიშორეთ ბურსიტი საშინაო მეთოდებით! ეს რჩევები გამოგადგებათ!

ბურსიტი-ფეხის ცერა თითთან არსებული დეფორმაციაა, რომელიც უამრავ ქალს აწუხებს. ულამაზო ფეხები და დისკომფორტი ფეხსაცმლის ტარებისას ამ უსიამოვნო წარმონაქმნის თანამდევი შედეგებია.

ფეხის ცერა თითზე არსებული მკვრივი წამრონაქმნის გამომწვევი მიზეზები უამრავია: მჭიდრო ფეხსაცმელი, არასწორი კვება, გენეტიკური ფაქტორი, ბრტყელტერფიანობა, მარილები, რევმატიზმი და ა.შ.

როგორც წესი, ამ დეფექტის გამოსასწორებლად, ორთოპედები სპეციალურ მაკორექტირებელ საშუალებებს იყენებენ, რომლის რეგულარულად ტარებაა საჭირო. გართულებულ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციაც!

გარდა ტრადიციული მედიცინისა, ხალხური მედიცინაც გვთავაზობს სიანტერესო რჩევებს ბურსიტის მოსაშორებლად.

როგორ მოვიშოროთ ბუნიონი

1.დასაწყისისთვის საჭიროა ორგანიზმი გაწმინდოთ ზედმეტი მარილებისგან. 1 ს/კ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მგ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 5 წუთი. გადმოასხით ნაყენი თერმოსში და გააჩერეთ დილამდე. დილით გადაწურეთ და დღის განმავლობაში მიიღეთ. ამ ნაყენის მომზადება და მიღება საჭიროა 3 დღის განმავლობაში. კურსის გამეორება შეგიძლიათ 1 კვირის შემდეგ.

2.თუ ამას შეიზილავთ, 2 თვეში მოაგვარებთ ბურსიტის პრობლემას: 5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 100 მგ არაყი, გააჩერეთ 1 კვირით, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
ძილის წინ ჩაყავით ფეხები ცხელ, სოდიან წყალში, შემდეგ კი დაიდეთ მომზადებული ნაყენის საფენები. ჩაიცვით წინდები და გაიჩერეთ დილამდე.

3.დაფშვენით 5 აბი ასპირინი და გახსენით 10 მგ იოდში. შეიზილეთ ფეხებზე.

4.იოდის ხაზები მოგიხსნით ტკივილის შეგრძნებას ფეხის ამ უბანზე. ბამბის ჩხირების დახმარებით წაისვით იოდი ფეხზე, ძილის წინ. გაიმეორეთ 30 დღის განმავლობაში.

5.აურიეთ იოდი და ლიმონის წვენი (თანაფარდობით 1:1 ) შეიზილეთ ფეხზე.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მოაგვარეთ პრობლემა სახლის პირობებში!

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები