Flekosteli

მხედველობის ასაკობრივი გაუარესება. რა შეიძლება გავაკეთოთ ასეთ დროს?


მხედველობის ასაკობრივი გაუარესება – პრესბიოპია – 40 წლის შემდეგ ვითარდება. ითვლება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც დაკავშირებულია მთელი ორგანიზმის დაბერებასთან. უბრალოდ გამოუწერენ ხოლმე სათვალეს, რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ უფრო ძლიერი სათვალით ცვლიან. სხვათაშორის, არამარტო მისი თავიდან აცილებაა შესაძლებელი, არამედ სრულიად განკურნებაც ადრეულ სტადიაზე. ამაში თქვენ დაგეხმარებათ დიეტა და სპეციალური ვარჯიში.

დადგენილია, რომ პრესბიოპიის მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა, რომლის დროსაც
ორგანიზმში ჩნდება ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი. ამიტომ აუცილებელია რაციონში ჩართოთ A, B, C ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, რკინით მდიდარი პროდუქტები.

ვიტამინი A – ღვიძლი, კვერცხის გული, თევზი, კარაქი, ყველი, სტაფილო და სტაფილოს წვენი, ტკბილი წიწაკა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ისპანახი, მჟაუნა, სალათის ფოთოლი, გარგარი (სტაფილოს წვენი ბევრი არ მოგივიდეთ: დიდი რაოდენობით ის უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე, ამიტომ დღეში შეიძლება დალიოთ არაუმეტეს 6 ჭიქისა),.
B ჯგუფის ვიტამინები ბევრია ხორცში, რძეში, ყველში, ხაჭოში, ჭვავის პურში,
ახლადაღმოცენებულ ხორბალში, ბოსტნეულში, პარკოსნებში, სოიოში, კარტოფილში, თხილში და ნიგოზში.
C ვიტამინის ნამდვილი საბადოა ასკილი და ცირცელი, ციტრუსები, ქაცვი, წითელი წიწაკა, თეთრთავიანი კომბოსტო, პომიდორი.

კალიუმს შეიცავს: გარგარი, ქიშმიში, კურაგა, ნესვი, ნიახური, თაფლი, ვაშლის ძმარი.
ფოსფორს შეიცავს: თავზი და ზღვის პროდუქტები. ”
რკინას შეიცავს: მჟავე ჯიშის ვაშლი.
მთავარია, რომ საკვები არამარტო სასარგებლო იყოს, არამედ მრავალფეროვანიც. კვირაში
ერთხელ კი ძალიან სასარგებლოა შიმშილობა.

თუმცა სწორად კვება არასაკმარისია თვალის კუნთის გასაძლიერებლად. საჭიროა ყოველდღე შეასრულოთ შემდეგი ვარჯიშები.

1. შავი ფურცლისგან გამოჭერით 5 მმ დიამეტრის წრე და მიაკარით ფანჯრის მინაზე, თვალის ზომაზე. დადექით 30 სმ-ის დაშორებით ფანჯრიდან, მარცხენა თვალზე დაიფარეთ ხელისგული (თვალი არ დაჭიმოთ!), მარჯვენა თვალით კი 10 წამი უყურეთ წრეს, შემდეგ 10 წამი იყურეთ შორს და შეეცადეთ, რომ მკაფიოდ დაინანოთ საგნები. შემდეგ მეორე თვალი დახუჭეთ და სავარჯიშო გაიმეორეთ. პირველ დღეს ივარჯიშეთ მხოლოდ 5 წუთი, შემდეგ ყოველ დღე თითო წუთი დაუმატეთ და 15 წუთამდე ადით.

2. დადექით ფანჯრიდან 2-25 მეტრის მანძილზე. ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხელებით გააკეთეთ დოინჯი. სხეული გადახარეთ მარჯვნივ და ერთი წამით მხედველობა დააფიქსირეთ რაიმე საგანზე მარჯვენა მხარეს (სურათი, ბრა და ა.შ.), შემდეგ ანალოგიურად გააკეთეთ იგივე მარცხნივ. გაიმერეთ ეს ვარჯიში 20-30 ჯერ.

3. აიღეთ პატარა ბურთი და 30-40 ჯერ ააგდეთ ის ზევით 30–50 სმ-ზე, თან თვალი გააყოლეთ.

4. აიღეთ წვრილი შრიფტით დაწერილი წიგნი და იკითხეთ ის 10-15 წუთი დღეში, თავიდან კარგ განათებაზე, შემდეგ კი ბუნდოვან შუქზე.

ექიმები თვლიან, რომ თვალის ნაადრევად დაბერების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანი ასაკთან ერთად ნაკლებად აპაჭუნებს თვალს. პაჭუნის დროს თვალის კუნთები დუნდებიან და ისვენებენ, ამის შედეგად კი თვალის ქსოვილში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

1. დადექით სარკის წინ, შეხედეთ თქვენს მარჯვენა თვალს და დააპაჭუნეთ. შემდეგ შეხედეთ მარცხენა თვალს და ისევ დააპაჭუნეთ. ეს 40-60 ჯერ გაიმეორეთ.

2. აიღეთ ბურთი და 100-ჯერ გადააგდეთ ერთი ხელიდან მეორეში და დააპაჭუნეთ ყოველ ჯერზე.

3. დაჯექით მაგიდასთან და თქვენს წინ დაიდგით 2 სანთელი ისე, რომ ერთმანეთისგან 30 სმით იყვნენ დაშორებულები. სუნთქვის რიტმში მოაბრუნეთ თავი და შეხედეთ ხან ერთს და ხან მეორეს და ყოველ ჯერზე თვალები დააპაჭუნეთ.

4. დაითვალეთ ასამდე და ყოველ ჯერზე დააკაკუნეთ.

5. დაითვალეთ ასამდე არათანაბარი ინტერვალებით და ყოველ ჯერზე თვალები დააპაჭუნეთ.

6. ძალიან სასარგებლოა ნაბიჯის რიტმში თვალების პაჭუნი, როცა ნელა მიდიხართ ქუჩაში, კითხვის ან კომპიუტერთან მუშაობის დროს კი ყოველ სასვენ ნიშათან.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Facebook კომენტარები
Varikosette