მოერიეთ გაციებას ხალხური მედიცინის რეცეპტებით. მე ძალიან დამეხმარა

როგორც ცნობილია, ყველაზე გავრცელებული დაავადება – უძველესი დროიდან დღემდე გაციებაა. მისი მკურნალობის მეთოდები საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემოდა. და მისი “შემნახველები” დიდი ხნის განმავლობაში ბერები და მონაზვნები იყვნენ.

უძველესი დროიდან რუსეთში იყო რწმენა, რომ გაციების პროფილაქტიკისთვის ზრდასრულმა ადამიანმა ყელზე უნდა ატაროს მარლის ტომარა წვრილად დაჭრილი ნივრით,  ბავშვებს კი შეიძლება მიუბათ პატარა ტომარა ნივრით საწოლთან ან დავუდგათ გვერდით ფიალა დაჭრილი ნივრით. ჩვენ გთავაზობთ გაეცნოთ სხვა რეცეპტებსაც. მათში იგივე კომპონენტებია გამოყენებული, თუმცა მომზადების წესი უფრო გათანამედროვებულია. ასე რომ, ის როდინის ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალური ნივრის საჭყლეტი. რუსული ღუმელის მაგივრად კი – ჩვეულებრივი თერმოსი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მეთოდი, მაგრამ დაიცავით კომპონენტების
პროპორციები და დოზირება და მაშინ სამონასტრო რეცეპტები ნამდვილად დაგეხმარებათ
მკურნალობაში.

ფიჭის თაფლი ქრონიკული ჰაიმორიტის დროს

საჭიროა: ფიჭის თაფლის ნატეხი.
მომზადება. აიღეთ თაფლით სავსე ჭიქა, მოაჭერით პატარა ნაჭერი. დღეში 5-6 ჯერ დაღეჭეთ 15 წუთის განმავლობაში (შემდეგ გადმოაფურთხეთ). ეს ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას, მკვეთრად ამსუბუქებს ანთებით რეაქციას სინუსიტში, ხელს უწყობს სრულ აღდგენას და ხელს უშლის დაავადების რეციდივებს.

ხალხური საშუალებები გაციების დროს

საჭიროა: 100 მლ ნავთი.
მომზადება. ნავთში გაჟღენთილი თხელი ნაჭერი გაწურეთ და დაიდეთ ფეხის გულებზე.
გამოყენება. ღამით, ფეხის გულები ასევე დაიზილეთ ნავთით, ფეხებზე ჩაიცვით თბილი წინდები ან ფეხები თბილად გქონდეთ. დილით იგრძნობთ გაუმჯობესებას ან გაციება საერთოდ გაგივლით.

ნიშადური-ზეთოვანი ნარევი გაციების დროს
საჭიროა: 2 ს. კ. ხის (ზეითუნის დაბალი ხარისხის) ზეთი, 1 ს. კ. ნიშადურის სპირტი.
მომზადება. შეურიეთ ზეთი ნიშადურში,
გამოყენება. შეიზილეთ გულმკერდის არეში მშრალი ხველის დროს. ეს მეთოდი ძალიან ეფექტური და სასარგებლოა.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები