როდის უნდა ვერიდოთ ჩვენთვის ცნობილი სამკურნალო მცენარეების გამოყენებას? ეს უნდა იცოდეთ

იმ უარყოფით მოვლენებს, რომლებიც წარმოიშვება სამკურნალო მცენარეებისა და მათი პრეპარატების გამოყენებისას, მიღებულია ეწოდოს გვერდითი მოქმედებები ან გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენა, რომელიც განპირობებულია პრეპარატის ხანგრძლივი მიღებით, დოზის გადამეტებით ან ამა თუ იმ მცენარის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობით, თანდათან ქრება დოზის შემცირებით ან მოცემული სამკურნალო ნედლეულისგან დამზადებული პრეპარატებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

კატაბალახა

კატაბალახას პრეპარატი უკუნაჩვენებია დეპრესიული მდგომარეობების და გლომერულონეფრიტის მძიმე ფორმების დროს. ხანგრძლივი მიღებისას აღინიშნება შინაგანი ორგანოების მუშაობის დათრგუნვა, თავის ტკივილები, გულისრევა, აგზნებადობა, გულის მუშაობის დათრგუნვა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზის გადამეტებისას, სიმპტომების სწრაფი ალაგებისათვის უნდა მივიღოთ 1-2 ფინჯანი მაგარი ჩაი ან ყავა.

ჩვეულებრივი ჟოლო
ჟოლოს მედიკამენტების მიღება უკუნაჩვენებია თირკმელის ანთებითი დაავადებების დროს. მისი ნაყოფის და წვენის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგია, განსაკუთრებით ბავშვებში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ბავშვებში დიათეზი თავისთავად გაივლის.

ღვია

მისი გალენური პრეპარატების (ნაყოფის ნახარშის) მიღებისას აღინიშნება თირკმლის
პარენქიმის გაღიზიანება. მათი მიღება უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე ანთებითი დაავადებების (ნეფრიტები, ნეფროზო-ნეფრიტების) დროს.

ბაღის პიტნა

მენთოლისა და პიტნის პრეპარატები უკუნაჩვენებია ინდივიდუალური აუტანლობის, ასევე დეპრესიების, მოდუნების, აპათიის, ძილიანობის დროს; უკუნაჩვენებია ყველა იმ მდებარეობის დროს, როცა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სედატიური მიქმედება არასასურველია (მაგ. ღამით შარდის შეუკავებლობის ანუ ღამის ენურეზის დროს და სხვ.). პიტნის პრეპარატები აქვეითებენ შვილიანობის უნარს.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები