რატომ გვტკივა გული? რით შეგვიძლია დავეხმაროთ მას?

გულის ტკივილი შეიძლება გულის ბევრნაირი დაავადების დროს წარმოიშვას. ის შეიძლება წარმოიშვას მიოკარდიუმი ინფარქტის, სტენოკარგიის, მიოკარდიტის, კარდიოსკლეროზის დროს. გულის ტკივილის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერტონული დაავადება. საკმარისია წნევა 180/100-ზე აიწიოს, რომ გულის არეში ძლიერი, დამწოლი ტკივილი გაჩნდება, რომლის მოხსნაც შესაძლებელია არა ვალიდოლით და ნიტროგლიცერინით, არამედ არტერიული წნევის მოსახსნელი საშუალებებით და, რაც უფრო სწრაფად მოიხსნით წნევას, მით მალე გაქრება ტკივილი.

რა შეიძლება გავაკეთოთ ტკივილის შესამცირებლად სახლის პირობებში?

გულის ტკივილის მოსახსნელად: მინის ქილა 2/3-მდე მსხვილი არყის კვირტებით აავსეთ და ქილა არყით შეავსეთ, თავზე დაახურეთ და 14 დღე გააჩერეთ. არ გაფილტროთ, მიიღეთ 20 წვეთი, 1 ჩ. კ.-მდე 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. ეს ნაყენი ამშვიდებს გულის ტკივილს, აქრობს ქოშინს, მოაქვს სიმხნევე.

მოამზადეთ ნაკრები: ვალერიანის ფოთლები 15 გრ, წყლის სამყურას ფოთლები 30 გრ, ბაღის პიტნის ფოთლები 6 გრ. ყველაფერი ერთმანეთში შეურიეთ, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი, დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ. დალიეთ დილით და საღამოს გულის ტკივილის თავიდან ასაცილებლად.

გულის ტკივილის დროს არ დაწვეთ და შეეცადეთ ღრმად ისუნთქოთ. ძლიერად დაიზილეთ ორივე ხელი, ნეკიდან დაწყებული იდაყვის მოსახვევამდე. დაისრისეთ ორივე ხელის ნეკის წვეროები, მაგრამ არა მთელი ნეკი. ნეკის წვერის გვერდითა მხარე.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები