ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს გამოიყენეთ ჭარხლის სიროფი. ეს დაშლის ქვებს და უმტკივნეულოდ გამოდევნის ორგანიზმიდან

ნაღვლკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა შუახნის და ასაკოვან ადამიანებში. გაკვეთის მიხედვით ქვები ყოველ მერვე ადამიანს აქვს, მაგრამ ქვები თავისი არსებობის შესახებ მხოლოდ შემთხვევათა 10%-ში გვატყობინებენ.

ნაღვლკენჭოვანი დაავადების მიზეზები მრავალფეროვანია. პირველ რიგში დაავადების
განვითარებაში თავის როლს თამაშობს ოჯახური განწყობა, განსაკუთრებით დედის ხაზით. გარდა ამისა, დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ნიკრისის ქარი, სიმსუქნე, ღვიძლკენჭოვანი დაავადება და სხვა. დაავადების წარმოშობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არასწორი კვება. ეს დაავადება უმეტესად მსუქან ადამიანებთან გვხვდება ან ვინც მჯდომარე ცხოვრებას ეწევა. დაავადების მთავარი სიმპტომია ტკივილი მარჯვენა ფერდში, ე.წ. წაღვლის ჭრა. შეტევა შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გაგრძელდეს, ზოგჯერ კი 1-2 დღეც. ამ პერიოდში ის ხან წყდება და ხან ისევ ახლდება. ტკივილი იწყება მარჯვენა ფერდქვეშ და მთელ მუცელზე ვრცელდება. ტკივილის შეტევა შეიძლება დაიწყოს მაშინ, როცა ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ხშირად ამას წინ უსწრებს გულისრევის და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ ან პიგასტრიუმის მიდამოში.

იმ გარემოებებს შორის, რომლებიც ჭრას იწვევენ, დიდ როლს თამაშობენ ცხიმიანი და უხვი ვახშამი, სპირტიანი სასმელის მიღება, გადაღლილობა, გადაცივება, სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ, მძიმე ფიზიკური სამუშაო, სწრაფი ემოციური რეაქცია და სხვა.
ჭრა შეიძლება ქვის გადასვლით დამთავრდეს ნაწლავში.

დაავადების მკურნალობა შეიძლება იყოს ქირურგიული და კონსერვატიული. კონსერვატიული

მკურნალობა ეყრდნობა შემდეგს:

1. დიეტის დაცვა იმ პროდუქტის შემცირებით, რომელიც ქოლესტერინს, ცხიმებს და ცხოველურ ცილებს შეიცავს (თევზი ნებადართულია).

2, ტუტე მარილების, მინერალური წყლების მიღება, რომ ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის
გამოდევნა გაადვილდეს და მისი გათხევადება (კარლსბადის მარილი, თხევადი მაგნეზია,
-ესეწდუკი-20“ და ზოგიერთი სხვა მინერალური წყალი).

3. საკვების მიღების დარეგულირება: ავადმყოფმა ზომიერად, რეგულარულად და ხშირად უნდა ჭამოს, რადგანაც საკვების მიღება ბუნებრივი ნაღვლმდენი საშუალებაა.

4. სპაზმოლიტური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების და ასევე ქვების დამშლელი
პრეპარატების დანიშვნა.

5. თბური პროცედურების დანიშვნა: სათბურას, კომპრესების და სხვა.
ნაღვლკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ ხალხური მედიცინა შემდეგ საშუალებებს
გირჩევთ.

ნაღვლკენჭოვანი დაავადების სამკურნალო რეცეპტები

პირშუშხას ნაყენი რძეზე

გახეხეთ 4 ს. კ. პირშუშხა, შეურიეთ 1 ჭიქა რძეს, გააცხელეთ თითქმის წამოდუღებამდე (მაგრამ არ აადუღოთ) და დადგით თბილ ადგილას 10 წთ-ით. შემდეგ გაწურეთ და მთელი მასა დალიეთ დღის განმავლობაში.

ცხელი ჩაის ეფექტი

უცებ დალიეთ 10 ჭიქა ძალიან ცხელი ჩაი 15 წთ-ის განმავლობაში. ეს ძალიან არბილებს ქვებს, გადააქცევს მათ ქვიშად და აადვილებს მათ გამოსვლას.

ჭარხლის სიროფი

აიღეთ რამდენიმე ჭარხალი ( 800-1000 გრ 3 ლიტრ წყალზე), გაასუფთავეთ დაჭერით და ხარშეთ დიდხანს (5-6 სთ.), სანამ ნახარში სიროფივით არ შესქელდება. მიიღეთ ეს ნახარში 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე. ასეთი სიროფი ხანგრძლივად უნდა სვათ, მაშინ ქვების დაშლა მოხდება თანდათან და უმტკივნეულოდ. ნახარში უმჯობესია დალიოთ ცოტა თბილი. შეინახეთ მაცივარში.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები