მოიწესრიგეთ უძილობა და გაიჯანსაღეთ ორგანიზმი თაფლის მეშვეობით

ძილის დარღვევები დღეს საკმაოდ ხშირია არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო. ადამიანები, ჩვეულებრივ, უძილობასა და მსგავს დარღვევებს საძილე აბებით მკურნალობენ, მაგრამ ეს ძალზე საშიშია და შეიძლება უარყოფითი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ ძილის დარღვევა შეიძლება მოგვარდეს ბუნებრივი ინგრედიენტებით.

თქვენ ალბათ იცით რა არის თაფლი, ფუტკრების მიერ წარმოებული ნექტარი, რომელიც ჯანმრთელობის ფართო სპექტრს გვთავაზობს. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ძილს. თაფლი ერთ–ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვებია. მდიდარია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა მრავალმხრივ. იგი შედგება 18% წყლისა და 80% ბუნებრივი შაქრისგან, ხოლო დარჩენილი პროცენტი არის ვიტამინების, მინერალებისა და ცილების ნარევი.

მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს საკმაოდ ბევრ შაქარს, ზიანს არ აყენებს თქვენს ჯანმრთელობას.

აქ მოცემულია თაფლის სასარგებლო თვისებები: ორგანიზმს ენერგიით უზრუნველყოფს, თაფლი სპორტსმენებისთვის ენერგიის დიდი წყაროა; ეხმარება სხეულს მეტი ცხიმის დაწვაში.

ძილის წინ 1 კოვზი თაფლის მიღება თქვენს სხეულს დაეხმარება ცხიმების უფრო ეფექტურად დაწვაში. თაფლი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამცირებს სტრესის ჰორმონებს ძილის დროს, რამაც შეიძლება მოხსნას უძილობა ან სხვა სახის ძილის დარღვევები.

აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

თაფლი არის ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს ჭრილობების ინფექციები და დააჩქაროს შეხორცების პროცესი. წაუსვით ცოტაოდენი თაფლი ჭრილობებზე, რომ უფრო სწრაფად მოშუშდეს.

შესანიშნავია ხველების სამკურნალოდ.

დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე 2 ჩაის კოვზი თაფლის დალევა დაგეხმარებათ ხველის განკურნებაში, იგი ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა.

დაგეხმარებათ გულისრევის მოხსნაში.

ორსულობის დროს გულისრევის მოსახსნელად უნდა მიირთვათ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი.

ამცირებს არტერიულ წნევას.

თაფლი შეიცავს სპეციალურ ნახშირწყლებს, რომლებიც ოლიგოსაქარიდების სახელითაა ცნობილი. ამ ნახშირწყლებს აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები და მნიშვნელოვნად ამცირებენ არტერიულ წნევას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ 1 კოვზი თაფლი თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონს.

აქრობს ქერტლს.

სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, თაფლს შეუძლია მოხსნას ქავილი და გააქროს ქერტლი. თაფლი გახსენით წყალში და გადაივლეთ თავზე. გააჩერეთ 3 საათი და მერე დაიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ არ შეამჩნევთ, რომ ქერტლი გაქრა.

ძილის გაუმჯობესება.

თაფლს შეუძლია “განკურნოს” თქვენი ორგანოები ძილის დროს და დაასვენოს სხეული, რაც უკეთეს ძილამდე მიგიყვანთ. შეურიეთ 5 ჩაის კოვზი თაფლი და 1 კოვზი ჰიმალაის ვარდისფერი მარილი მინის ჭურჭელში, შემდეგ კი ძილის გასაუმჯობესებლად დაიდეთ ენის ქვეშ.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები