მოამზადეთ მოწევის საწინააღმდეგო მონასტრის ჩაი

დღეს ამ სტატიით გაეცნობით ჩაის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ნელ-ნელა დაანებოთ მოწევას თავი. თუ გსურთ მწევლობისგან გათავისუფლდეთ სცადეთ ამ ჩაის გამოყენება.

ჩაიში შემავალი სამკურნალო მცენარეები.

1) ევკალიპტის ფოთოლი ეფექტურად ებრძვის ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს, გამოაქვს ნახველი. ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას.

2) თავშავა — არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ის არის მატონიზირებელი საშუალება, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, მის ქიმიურ შემადგენლობაში შედის ტანინები და ვიტამინები. თავშავა ჩაის შემადგენლობაში შედის, რათა დაარეგულიროს ნერვული სისტემის მუშაობა.

3) კრაზანა გამოიყენება ნერვული მოშლილობების, დეპრესიისა და ფსიქოზების სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება პირის ღრუს და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ რომლებიც გამოწვეულია ტოქსიკური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. მაგალითად როგორიც არის თამბაქოს კვამლი.

4) მაყვლის ფოთოლი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს და ვიტამინებს. ის განკუთვნილია პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ.

5) ჩაგირის ფესვი – მისი სამკურნალო თვისებები მოიცავს დიდ სპეკტრს. მის ქიმიურ
შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ტანინები. გარდა ამისა მისი ქიმიური შემადგენლობა წარმატებით ებრძვის ავთვისებიან წარმონაქმნებს. ამიტომ ჩაგირი არის ძვირფასი მცენარე.

6) კოტხუჯის ფესვები – ხსნის ინტოქსიკაციას. ორგანოზმს ეხმარება ბრონქიტის და ფილტვების ანთების მკურნალობაში. უნდა აღინიშნოს, რომ მას ღეჭავენ ნიკოტინის მოთხოვნილების მოსაშორებლად.

მოწევის საწინააღმდეგო ჩაი ეხმარება ორგანიზმს თავი დააღწიოთ ნიკოტინზე დამოკიდებულებას. მისი ასეთი ეფექტი გამოწვეულია მასში შემავალი მცენარეებით, მათ სწრაფად გამოჰყავთ ორგანიზმიდან მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას. ის ორგანიზმს უხსნის ნიკოტინის ახალი დოზის მოთხოვნილებას.

გარდა ამისა, მოწევის საწინააღმდეგო მონასტრის ჩაი აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ხსნის დაღლილობას და გაღიზიანებას. ის ახერხებს ამას მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით.

მაგრამ ერთი რამე არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არ არის სასწაულმოქმედი ჩაი, რომლის დალევითაც თქვენ სიგარეტს აღარ მოწევთ. ეს არის სამკურნალო ბალახების ნაკრები რომელიც უმსუბუქებს და უადვილებს ორგანიზმს ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევას. ასევე ეხმარება ორგანიზმს ადვილად გადალახოს ის არასასიამოვნო შეგრძნებები რომლებიც, თან ერთვის სიგარეტის თავის დანებებას.

ეს ნარევი..
ხსნის ინტოქსიკაციას, ხსნის გაღიზიანებას და ნერვულ მოშლილობას, ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში. ამცირებს ჭამის სურვილს რომელიც გამოწვეულია ნიკოტინის მოთხოვნილებით. მთლიანობაში აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას.

ჩაის დაყენება / მიღება

ცხელი ნაყენის დამზადება – 4 გრამი ბალახების ფხვნილი ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული (მდუღარე) წყალი და ასე გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე – 30 წუთით ადრე, ყოველგვარი შაქრისა და შაქრის შემცვლელი ნივთიერებების გარეშე. ერთ მიღებაზე დალიეთ მიღებული ნაყენის 1/3 ანუ 65 მლ.

თუ არ გაქვთ თერმოსი ამ შემთხვევაში მისი დამზადება შესაძლებელია მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, დაასხით ადუღებული წყალი და შეფუთეთ თბილად რათა ტემპერატურამ სწრაფად არ დაიკლოს. 45 წუთით შეფუთვა უზრუნველყოფს როგორც ბალახებიდან ასევე ფესვებიდან ნივთიერებების მაქსიმალურ გამოტანას. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე.

გაფრთხილება !
თუ დაგრჩებათ ნაყენი, მეორე დღეს არ გამოიყენოთ მისაღებად. ყოველი დღისთვის დააყენეთ ახალი ნაყენი.

უკუჩვენება
გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები