დაქუცმაცებულ ხახვს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 12 საათი და მიიღეთ სიროფი ჭიების გამოსადევნად

ჰელმინთები პარაზიტული ჭიებია, მათი მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბავშვის ორგანიზმს აზიანებს ასკარიდა, კუდმახვილა (ენტერობიუსი) და ჭია სოლიტერი.
ყველა ჰელმინთი, გამონაკლისის გარეშე, წამლავს ადამიანის ორგანიზმს თავისი ცხოველქმედების ნარჩენი პროდუქტით-ტოქსინებით.

ჰელმინთოზი შემთხვევათა 90% “ჭუჭყიანი ხელების დაავადებაა“. ბოლო 10 % ცუდად
შემწვარი თევზისა თუ ხორცის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ რისკის ჯგუფს ყველა ბავშვი მიეკუთვნება, მაგრამ უფრო მიდრეკილნი არიან 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. იმის ზუსტად დასადგენად ჰყავს თუ არა ბავშვს ჭიები, დაგეხმარებათ მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზი (ამასთან, იგი უნდა გაკეთდეს ზედიზედ. რამდენჯერმე ერთიმეორის მიყოლებით). მაგრამ პირველ ყოვლისა,

ყურადღება უნდა გაამახვილოთ შემდეგზე:

– ხშირი ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, ასთმური შეტევები,
– ერთი შეხედვით ტემპერატურის უმიზეზოდ მომატება
– მუცლის ყრუ ტკივილები, ასევე გულისკოვზსქვეშა მიდამოს ტკივილები
-კუჭის არამყარი მოქმედება, ყაბზობა. განავალი შეიცავს ლორწოს და შეიძლება
აღინიშნებოდეს მასში სისხლის კვალიც;
-ცუდი მადა, გულისრევა, ღებინე
-ღვიძლის დაზიანების დროს სიყვითლე, გილტვების დაზიანებისას ხველა;
– მომატებული გაღიზიანება;
-მკრთალი, ანემიური შესახედაობა, მეხსიერების გაუარესება;
-ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება (ჩამორჩენა სიმაღლეში, წონის დაკარგვა).
-თავბრუსხვევა, არამშვიდი ძილი (ბავშვი ძილში ყვირის, აღრჭიალებს კბილებს)

ჭიებს შეუძლიათ ორგანიზმში იცხოვრონ წლობით. საბედნიეროდ, პარაზიტების გამოდევნა ორგანიზმიდან ძნელი არ არის. არსებობს მედიკამენტური საშუალება, მაგრამ ისინი ხშირად ალერგიულ რეაქციებს იძლევიან. ხალხურ მედიცინაში, ჭიების საწინააღმდეგო მრავალი უბრალო, მოქმედი და სრულიად უვნებელი საშუალებაა.

მკურნალობის დროს სრული გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელია შემდეგი ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება;

1.ბავშვს მოკლედ დაჭერით ფრჩხილები, საპნითა და ჯაგრისით ხხშირად დაბანეთ ხელები განსაკუთრებით ფრჩხილების ქვეშ.

2.ძილის წინ ჩააცვით ბავშვს ვიწრო, რეზინებიანი ტრუსი. აუცილებელია დილით ცხელი  უთოთი დააუთოოთ ორივე მხრიდან ის თეთრეული და ტრუსები, რომელშიც ეძინა ბავშვს. უმჯობესია ყოველდღე გამოუცვალოთ როგორც საწოლის, ასევე პირადი თეთრეული. ჭუჭყიანი თეთრეული გარეცხეთ მაშინვე, ასე თავიდან აიცილებთ ჭიების კვერცხების ჰაერში მოხვედრას.

3.ოთახის მტვერში კვერცხების გასანადგურებლად ყოველდღე ჩაატარეთ სახლის სველი მეთოდით დალაგება. ყოველდღიურად გარეცხეთ ბავშვის სათამაშოები.

4.ყოველ დილით და საღამოს ბავშვს დაბანეთ გარეთა გასავლის მიდამო წყლით ან გაუსუფთავეთ მზესუმზირის, ვაზელინის ან ატმის ზეთში დასველებული ბამბით.

5.თუ ანუსის (გარეთა გასავლის) ირგვლივ შეამჩნიეთ ჭიები, რეკომენდებულია ძილის წინ გაუკეტოთ ბავშვს ოყნა საჭმელი სოდით 1 %-იანი ხსნარით 2 დღის განმავლობაში.

ხალხური რეცეპტები უამრავია ჭიების გამოსადევნად ორგანიზმიდან. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბავშვის ასაკს და ისე გამოიყენოთ.

შეურიეთ ერთმანეთს 1 ს. კ. კონიაკი და 2-3 ს. კ. ტკბილი ჩაი. მიეცით ბავშვს დასალევად (თუ იგი 3 წელზე მეტისაა ბავშვი) ღამის 2 საათზე. 30 წუთის შემდეგ დაალევინეთ საფაღარათო ზეთი (აბუსალათინი). პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 5-7 დღის განმავლობაში, პარაზიტებისაგან ნაწლავის სრულ გათავისუფლებამდე.

დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ერთი თავი ხახვი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 12 საათი, გაწურეთ. ასვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ერთხელ 3-4 დღის განმავლობაში. შეიძლება გამოიყენოთ ასკარიდების გამოსადევნად.

წყარო– სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები