არ მჯეროდა მანდარინის კანის ეფექტურობისა, მაგრამ მისი გამოყენების შემდეგ დავრწმუნდი. ყველას გირჩევთ სცადოთ..

მანდარინში არის დიდი რაოდენობით პექტინები, გლიკოზიდები, მინერალური მარილები, ვიტამინები D, K, B1, B2 და ეთერზეთები. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, როგორიცაა B1, B2, B3, B6 და B9. მასში არსებული ლიმონმჟავის წყალობით კი, მანდარინის რბილობში არ გროვდება ნიტრატები და სხვა მავნე კომპონენტები.

მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, მატებს მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. მას აქვს ძირითადი მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი და თუთია.

ბევრი ექიმი ამტკიცებს, რომ მას მრავალი სარგებელი მოაქვს, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ:

მანადარინის კანის სასარგებლო თვისებები.

ბრონქიტი. თუ ბრონქიტი გაწუხებთ, გირჩევთ მიჰყვეთ შემდეგ მითითებებს: ნახევარ მანდარინს დაამატეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ ერთი საათი. დალიეთ ბოლომდე. ამის მიღება შეგიძლიათ დღეში სამჯერ.

ხველა. ხველა არის გაციების ან სუნთქვის პრობლემის უსიამოვნო სიმპტომი. ეს ჩვეულებრივ გამაღიზიანებელია და შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ყელზე. აიღეთ მანდარინის მშრალი კანები. გააცხელეთ წყალი და დაამატეთ ჭიქა მანდარინის კანებს. გააჩერეთ 1-2საათი. შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 20 წვეთი ამ სითხისა თითოეულ ჭამის დროს ჭიქა წყალში, დღეში სამჯერ.

ცხვირის გაჭედვა. მოათავსეთ რამდენიმე ცალი კანი მდუღარე წყლით სავსე პატარა ჭურჭელში. გაიკეთეთ ორთქლის აბაზანა 10 წუთის განმავლობაში. ახლოს მიიტანეთ სახე თასთან.

საჭმლის მონელების პრობლემები. საჭმლის მომნელებელი პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად მიყევით შემდეგ ნაბიჯებს: გახეხეთ ქერქი, რომ ფხვნილის მაგვარი მიიღოთ. დაამატეთ ეს ფხვნილი ნებისმიერ საკვებს. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კუჭის ტკივილი ან მეტეორიზმი.

სოკო. შეიზილეთ ქერქი კანზე სადაც სოკო გაქვთ, დღეში ორჯერ, ერთი კვირის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები