გრიპის ეპიდემიის დროს სასარგებლოა მიიღოთ ეს ნაყენი. ის დაგიცავთ

გაციებას და მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას ვირუსთა მთელი ჯგუფი იწვევს და დღევანდელ დღეს 200-ზე მეტი ასეთი ვირუსია ცნობილი. დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომია უგუნებობა, სისუსტე და ძალიან თავისებური თავის ტკივილი: სიმშვიდის მდგომარეობაში ის არ გვაწუხებს, გადაბრუნების ან დახრის დროს კი
ჩნდება ტკივილი კეფაში ან საფეთქლებთან. ასევე ახასიათებს გაციების უწყვეტი სიმპტომები, ხველა და ყელის ტკივილი. ტემპერატურა მაქსიმუმ 37,5°C-ია, მაგრამ უფრო მაღალი გვგონია.

გრიპის ეპიდემიის დროს სასარგებლოა მიიღოთ შემდეგი ნაყენი

• თეფშზე წვრილად დაჭერით ნახევარი ლიმონი კანიანად, რომ წვენი შეინარჩუნოს. ასევე თეფშზე დაჭერით 7-8 კბილი საშუალო ზომის ნიორი. ეს ყველაფერი მინის ნახევარლიტრიან ქილაში გადაიტანეთ და ანადუღარი და გაციებული წყალი დაასხით. გააჩერეთ ბნელ ადგილას 4 დღე, მერე კი შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში ერთხელ, ჭამამდე 20 წთ-ით ადრე. როცა ნაყენი დამთავრდება ახალი პორცია გააკეთეთ,
დღე რომ არ ჩაგივარდეთ. ნაყენის მიღებისას ნივრის სუნი არ იგრძნობა. მისი მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ენტერიტი, კუჭის წყლული ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებს.

• ეპიდემიის პერიოდში დღეში რამდენჯერმე მოიბანეთ ცხვირის და საყლაპავის მიდამო
ნარევით, რომლის მოსამზადებლადაც წყალში გაზავებული ხახვის წვენი და თაფლი (1:20) უნდა გამოიყენოთ, თანაბარი შეფარდებით.

• ეპიდემიის პერიოდში ცხვირის მიდამო ანადუღარი წყლით მოიბანეთ.

• გრიპის პროფილაქტიკისთვის და გაციების პროფილაქტიკისთვის ნივრის ზეთოვანი წვეთები გამოიყენეთ. ნახევარი ჭიქა მზესუმზირის ზეთს დაუმატეთ დაქუცმაცებული საშუალო ზომის 1 კბილი ნიორი. ქუჩაში გამოსვლის წინ ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თითო ნესტოში. უნდა იცოდეთ, რომ თანდათან ნიორი იწოვს ზეთს და ზეთი სქელდება. ამიტომ ნარევს ცოტა მზესუმზირის ზეთი უნდა დაუმატოთ.

გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალებები და შეხვდით გრიპის ვირუსს მზად. გისურვებთ ჯანმრთელობას.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბრინჯი, როგორც უმნიშვნელოვანესი წყარო მრავალი ვიტამინის და მკურნალობა ბრინჯით.

Facebook კომენტარები