როგორ მოვირჩინოთ ბუასილი სწრაფად და უმტკივნეულოდ? ამაში ხალხური მედიცინა დაგვეხმარება
ბუასილი – უკანა გასავლის და სწორი ნაწლავის ქვემო ნაწლავის ვარიკოზული გაგანიერებაა. ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს მცირე მენჯისა და სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის შეგუბება, ე. ი. მათი ხანგრძლივი გადავსება სისხლით ქრონიკული შეკრულობის დროს. როცა ადამიანი დეფეკაციის დროს მუდმივად იჭინთება, სწორი ნაწლავის ვენების კედლები ვერ იტანს ხშირ დაჭიმვას, ადგილობრივად ფართოვდება და წარმოიქმნება ვარიკოზული კვანძები, რომლებიც თავის მხრივ, აძლიერებენ შეკრულობას. გამობერილ ლორწოვანზე განავლის მკვრივი ნაწილების ხახუნით წარმოიქმნება ნაკაწრები, ნახეთქები, სადაც ხვდება ინფექცია და ვითარდება
პროცესი.

ბუასილი ვითარდება ცხოვრების მჯდომარე წესის, ორსულობის, ფიზიკური დაძაბვის დროს. ზოგიერთი დაავადების დროს (ღვიძლის ციროზი, გულის დაავადება) ხდება სისხლით ვენოზური სისტემის გადავსება და სხეულის ქვემო ნაწილებში სისხლის შეგუბება. ამანაც შეიძლება ჰემოროიდული პროცესის განვითარებამდე მიგვიყვანოს.

ბუასილით უფრო მამაკაცები ავადდებიან, ვიდრე ქალები.
ზოგჯერ ბუასილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან მხოლოდ უკანა გასავლის მიდამოში
შეიგრძნობა მცირე ქავილი და წვა. თუ ვარიკოზულ ვენებში თრომბი წარმოიქმნება და თან ერთვის ანთება, მაშინ დეფეკაციის დროს უკანა გასავალში ტკივილი ჩნდება. გადიდებული ვენოზური კვანძების ინფექციების დროს შეიძლება სწორი ნაწლავის ქრონიკული ანთება და თრომბოფლებიტი წარმოიშვას. თუ გარეთა ან შიგნითა ჰემოროიდული კვანძების ჩაჭედვა მოხდა, მაშინ ავადმყოფები ძლიერ ტკივილს უჩივიან ანალური ხვრელის მიდამოში.

თუ ბუასილის მკურნალობა არასწორად ან საერთოდ არ ტარდება, მაშინ შეიძლება სწორი
ნაწლავის ნახეთქები გაჩნდეს, რომლებიც ძნელად ხორცდება. ბუასილის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მომენტს წარმოადგენს შეკრულობასთან ბრძოლა. ამ მიზნით პაციენტს ენიშნება უჯრედისით მდიდარი სპეციალური დიეტა. მას რეკომენდაცია ეძლევა შეიტანოს რაციონში მეტი: ხილი, ბოსტნეული, ენიშნება მსუბუქი საფაღარათოები. სასარგებლოა  „ბორჯომის“ ტიპის მინერალური წყლები.

გარდა ამისა სასარგებლო იქნება მკურნალობის მიზნით თუ გამოიყენებთ ხალხურ მეთოდებს. ის უფრო დააჩქარებს მკურნალობას.

ცხენისწაბლას ნაყოფის ნაყენი

ცხენისწაბლას ყვავილების ან ნაყოფის ნაყენი შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ამისათვის უნდა აიღოთ 5 გრამი ყვავილი (ან ნაყოფი) და დაასხათ 50 მლ არაყი, დააყენეთ თბილ და ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში შეანჯღრიეთ ნარევი ყოველდღე. დროის გასვლის შემდეგ მიიღეთ 30-40 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში. ეს პროცედურა დაგიამებთ და დაგამშვიდებთ.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

Facebook კომენტარები