იმუნიტეტის ასამაღლებელი უჩვეულო მეთოდები, რომლის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ

შემოდგომის ცივი დღეები დაგვიდგა და როგორც მოგეხსენებათ ჩვენი იმუნიტეტი იკლებს. ასეთ დროს აუცილებელია ჩვენი მხრიდან დახმარება გავუწიოთ. მივიღოთ ისეთი საკვები ან სითხე, რაც დაეხმარება ჩვენს იმუნიტეტს გაძლიერებაში. ეს ყოველივე კი დაგვეხმარება ვირუსებს მარტივად გავუმკლავდეთ.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებები, რომლის შესახებაც შეიძლება არაფერი გსმენიათ.

• იმუნიტეტის ასამაღლებლად აიღეთ მწვანე კაკალი, გაატარეთ ხორცსაკეპში (ან დაჭერით წვრილად), შეურიეთ თხელი თაფლი 1:1 პროპორციით, გადაასხით ნარევი ბოთლში, დაახურეთ თავი და მოათავსეთ ბნელ და გრილ ადგილას ერთი თვის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ მიიღეთ თითო ჩ. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ ღვიძლისა და ფილტვების პოლიკისტოზის, დაინფიცირებასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების დროს. ამ შემადგენლობის ერთწლიანი გამოყენება ხელს უწყობს კანის დაავადებებისგან გათავისუფლებას. ეს საშუალება კარგად წმენდს სისხლს, გამოდევნის ორგანიზმიდან პარაზიტებს, წარმატებით გამოიყენება ჩიყვის დროს, ეფექტურია პარადონტოზის, კარბუნკულოზის, ფურუნკულოზის დროს.

•იმუნიტეტს ზრდის და ორგანიზმს უჯრედულ დონეზე წმენდს მიწავაშლა (შეიძლება სააფთიაქო ფორმაც) ამისათვის 1 ს. კ. ფხვნილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დაელოდეთ ცოტახანი და დალექვის შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ თითო ჭიქა 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 20 დღეა.

• დანით წვრილად დააქუცმაცეთ 50 გრამი წიწვი (ნაძვის, ფიჭვის, სოჭის ან ღვიის), დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მომინანქრებულ ჭურჭელში 15-20 წთ. შემდეგ დაუმატეთ 1 ლ გაციებული ანადუღარი წყალი, გაფილტრეთ და 5-6 საათი სიცივეში გააჩერეთ. ფრთხილად გადაასხით, რომ ნალექი არ აიმღვრეს. წყალში შეიძლება დაუმატოთ ლიმონმჟავა, გემოვნებით შაქარი. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა, 4-5-ჯერ დღეში.

ან კიდევ 50 გრ წიწვს დაასხით 2 ლ წყალი მომინანქრებულ ჭურჭელში. დაუმატეთ ხახვის 1 ს. კ. დაფხვნილი ფოჩები და ძირტკბილას 1 ჩ. კ. დაქუცმაცებული პირები, შემდეგ ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი. დაუმატეთ ასკილის 2 ს. კ. დაქუცმაცებული ნაყოფი და ისევ ადუღეთ 30 წამი. მიღებული ნახარში დააყენეთ თერმოსში ან
საბნის ქვეშ 10-12 საათი, გაწურეთ, ისევ მიიყვანეთ ადუღებამდე, გააცივეთ და შედგით მაცივარში. დღეში შეიძლება მიიღოთ 1 ლიტრამდე. ეს საშუალება ამაღლებს იმუნიტეტს და ასევე ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობას.

წიწვის რეცეპტის უკუჩვენება: ღვიძლის, თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, გლომერულონეფრიტი, ჰეპატიტი, ორსულობა

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

Facebook კომენტარები