აი რა უნდა მიიღოთ ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. სასარგებლოა

ანემია სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითება. დაავადება შეიძლება წარმოიშვას მწვავე და ქრონიკული სისხლდენის შემდეგ, ასევე ერითროციტების აჩქარებული დაშლის და ძირითადი სისხლმბადი ორგანოს – ძვლის ტვინის შესუსტებული ფუნქციის დროს. ანემიის განვითარება შესაძლებელია ზოგიერთი დაავადების ( ინფექციების და ა. შ.) დროსაც. უმეტესად გავრცელებული ანემიის ფორმები დაკავშირებულია სისხლში რკინის უკმარისობას თან. სისხლნაკლებობა უმნიშვნელოვანესი ორგანოების, პირველ რიგში გულისა და ტვინის არასაკმარის მომარაგებას იწვევს ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, მუდმივად დახუთულ ოთახში ყოფნა, ყავისა და ჩაის არა ზომიერი გამოყენება.

დაავადების ძირითადი ნიშნებია კანის საფარველის სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, ხშირი შემცივნება, უძლურება და ძილიანობა, გულის წასვლა, ქოშინი, კრუნჩხვები, დუნედ მიმდინარე საჭმლის მონელების პროცესი.

თუ დაავადება შორს წასული არაა, ის მკურნალობას კარგად ექვემდებარება. ანემიის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. კვების რაციონის შედგენისას ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს კალორიულ პროდუქტებს, ისეთებს, როგორიცაა ღვიძლი, ხორცი, ნაღები, კარაქი, მოუხდელი რძე, ფეტვის ფაფა, ყვითელი სიმინდის კერძი. მენიუში ჩართეთ მეტი ბოსტნეული და ყვითელი ფერის ნაყოფი. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ საკვებში ყაბაყი, ნიახური, გარგარი, თაფლი, ნიგოზი. ჭამეთ ცოტა, მაგრამ ხშირად. ძალიან სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიში და სუფთა ჰაერზე მუშაობა (მაგრამ არა ძალდატანებით).

ანემიის დროს სასარგებლო იქნება გამოიყენოთ შემდეგი საშუალებები

-1 ჭიქა შვრია მოხარშეთ 3 ჭიქა წყალში 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თითო ჭიქა 2-ჯერ დღეში.

-იკვებეთ შინდის ახალი ნაყოფით ან სვით ბაბუაწვერას (ბურბუშელას) ახალი წვენი თითო ს. კ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20- წუთით ადრე.

-ყოველდღე, უზმოზე მიიღეთ 100 გრ გახეხილი სტაფილო არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად. სასარგებლოა ასევე რძეში მოხარშული გახეხილი სტაფილოს მიღება.

-სვით ასკილის ნაყენი 3-ჯერ დღეში.

-რეგულარულად მიიღეთ მოხარშული ჭარხალი.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ

Facebook კომენტარები