აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აჯანსაღებს სისხლძარღვებს! ყველაფერი კომბოსტოს სარგებელზე

კომბოსტო ძალიან სასარგებლო პროდუქტია, შეიცავს ბუნებაში არსებულ პრაქტიკულად ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს. გარდა ამისა, კომბოსტო უნიკალური ბუნებრივი წამალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ჩიყვის, დიაბეტის სამკურნალოდ. შეიცავს A, B6, C, D ვიტამინება.

კომბოსტო არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ გემრიელიცაა. კარგია როგორც ნედლი, ასევე მოხარშული და შეგიძლიათ დაამატოთ ის ბევრ კერძებში, როგორიცაა სალათები, სუპები, მოხარშული კერძები. ასევე შესანშნავი მწნილი კეთდება. კომბოსტოს სასარგებლო თვისებები:

1. დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

გასახდომად კომბოსტო იდეალური ვარიანტია, ერთი ჭიქა გახეხილი კომბოსტო შეიცავს მხოლოდ 22 კალორიას. გარდა ამისა, კომბოსტოში არსებული ბოჭკო უზრუნველყოფს მოცულობას თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. კომბოსტოს ასევე აქვს წყლის დიდი შემცველობა, რაც ნიშნავს, რომ კარგად ნაყრდებით და არ სუქდებით.

2. აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვებს.

კვების რაციონში კომბოსტოს დამატება გულის დაავადებებისგან დაცვაში დაგეხმარებათ. წითელ კომბოსტოში არსებული ანტოციანები ხელს უწყობენ ორგანიზმში ანთების ჩახშობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის დაავადებები. გარდა ამისა, კომბოსტოში პოლიფენოლის მაღალი შემცველობა ხელს უშლის თრომბოციტების დაგროვებას და ამცირებს არტერიულ წნევას. ეს, თავის მხრივ, ამცირებს დაავადებების რისკს.

3. ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას.

კომბოსტო კარგია თქვენი ტვინისთვის. იოდით მდიდარი კომბოსტო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ეფექტურ ნერვულ სისტემას ქმნის. კომბოსტოში არსებული იოდის რაოდენობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნევროლოგიური დარღვევების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, როგორიცაა ალცჰეიმერი და დემენცია. კომბოსტოს ასევე აქვს B ჯგუფის რამდენიმე ვიტამინი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გონებრივი გამძლიერებისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში.

4. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

თუ გსურთ გააუმჯობესოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, კვების რაციონში ჩართეთ კომბოსტო. კომბოსტოში შემავალი ბოჭკო ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებას უწყობს ხელს. არეგულირებს სისხლში შაქარს. კომბოსტოს ანტიოქსიდანტური და ანტიჰიპერგლიკემიური თვისებები დიაბეტის თერაპიული წყაროა. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას და ინსულინის გამომუშავებას.

5. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.

კომბოსტოს ანტიოქსიდანტური და ანტიჰიპერგლიკემიური თვისებები გთავაზობთ დიაბეტის პოტენციურ თერაპიულ წყაროს. ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას და ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას.
უფრო მეტიც, კომბოსტოში ბოჭკოვანი ნივთიერებები ხელს უშლის დიაბეტის თავიდან აცილებას, რადგან ანელებს შაქრის შეწოვას.

6. კურნავს კოჭის დაზიანებას.

თუ კოჭები დაგიზიანდათ, კომბოსტო შესანიშნავია. მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ეხმარება მოშუშებას. იგი სავსეა ვიტამინებითა და ფიტოელემენტებით, რომლებიც აჩქარებენ მკურნალობის პროცეს. ამოიღეთ გარე ფოთლები კომბოსტოს თავიდან. წვრილად დააქუცმათეთ, ისე რომ წვენი გამოუშვას. გადაიტანეთ კომბოსტოს ფოთლები ფოლგაში და გააცხელეთ ღუმელში. განათავსეთ თბილი კომბოსტოს ფოთლები მტკივნეულ ადგილას. კომპრესი დაიდეთ და შეიუთეთ ფეხი. გაიჩერეთ 30 წუთი. გამოიყენეთ ეს საშუალება დღეში ორჯერ, რამდენიმე დღის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:თუ თქვენ ნერვები გღალატობთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ გაგიზიარებთ მნიშვნელოვან რჩევებს.

Facebook კომენტარები