ჩაიტარეთ ორგანიზმის საერთო წმენდა ნივრის ნაყენით. მოიშორეთ ჩაკირული ნალექები

ნივრის ნაყენის დანიშნულება:

წმენდს ორგანიზმს ცხიმოვანი და კირიანი ნალექისგან. სწრაფად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიური ხდება, რის გამოც უფრო ადამიანი დაცულია მიოკარდიული ინფარქტისგან, სტენოკარდიისგან, სკლეროზისგან, დამბლისგან, სხვადასხვა სიმსივნის ჩამოყალიბებისგან, ქრება ხმაური თავში, აღდგება მხედველობა და სხვა.

მკურნალობის რეჟიმის ზუსტი დაცვის შემთხვევაში ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

მომზადება:

კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ 350 გრ ნიორი, წვრილად დაჭერით და ხის ან ფაიფურის კოვზით  დასრისეთ. აწონეთ 200 გრ ეს მასა, აიღეთ ძირიდან, სადაც ბევრი წვენია, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაუმატეთ 200 მლ 96%-იანი სპირტი. ჭურჭელს კარგად დაახურეთ და ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგ ეს მასა მაგარ ნაჭერში გაფილტრეთ და გაწურეთ. 2 დღის შემდეგ დაიწყეთ მკურნალობა. დალიეთ წვეთობით 1/4 ჭიქა ცივ რძესთან ერთად (თუ რძეს ვერ იტანთ წყალთან ერთად). მკაცრად დაიცავით ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მონაცემები. მიიღეთ ჭამამდე 15-20 წთ-ით ადრე. მკურნალობის განმეორებითი კურსი არაუადრეს ექვსი წლისა.

1 დღე-საუზმე 2 წვეთი; სადილი 2 წვეთ; ვახშამი 3 წვეთი.

2 დღე-საუზმე 4 წვეთი; სადილი 5 წვეთი; ვახშამი 6 წვეთი.

3 დღე- საუზმე 7 წვეთი; სადილი 8 წვეთი; ვახშამი 9 წვეთი.

4 დღე- საუზმე 10 წვეთი; სადილი 11 წვეთი; ვახშამი 12 წვეთი.

5 დღე- საუზმე 13 წვეთი; სადილი 14 წვეთი; ვახშამი 15 წვეთი.

6 დღე- საუზმე 15 წვეთი; სადილი 14 წვეთი; ვახშამი 13 წვეთი.

7 დღე- საუზმე 12 წვეთი; სადილი 11 წვეთი; ვახშამი 10 წვეთი.

8 დღე- საუზმე 9 წვეთი; სადილი 8 წვეთი; ვახშამი 7 წვეთი.

9 დღე- საუზმე 6 წვეთი; სადილი 5 წვეთი; ვახშამი 4 წვეთი.

10 დღე- საუზმე 3 წვეთი; სადილი 2 წვეთი; ვახშამი 1 წვეთი.

11 დღე- საუზმე 25 წვეთი; სადილი 25 წვეთი; ვახშამი 25 წვეთი.

ამის შემდეგ მიიღეთ 25 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ, სანამ მთელი ნაყენი არ დამთავრდება.
წყარო- სტატია მომზადებულია "უფლის აფთიაქი"-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია