ძილის წინ ერთი კოვზი თაფლი მრავალი დაავადების საუკეთესო წამალია.
ღამით ტკბილის ჭამა მავნებელია და საერთოდ ჯობია თეთრი შაქარი არ მიირთვათ… მაგრამ თაფლი გამონაკლისია! წამალივითაა, მცირე დოზებით სამკურნალო ეფექტი აქვს ორგანიზმზე.

თაფლს უწოდებენ საკვებ თხევად ოქროს, ჯანმრთელობის ელექსირს. დღის სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროდუქტთან ერთად დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, აი, რა სარგებლობა მოაქვს ღამით 1 კოვზ ნატურალურ თაფლს:

1. გეხმარებათ დაძინებაში
თაფლს ბუნებრივ დამამშვიდებელ საშუალებას უწოდებენ. ის ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას, ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ჯანსაღ ძილზე, უჯრედების განახლებასა და ნერვული სისტემის აღდგენაზე. ერთი ჩაის კოვზი თაფლი ღამით კარგი დასვენების გასაღებია. განსაკუთრებით თუ მას გვირილის ჩაის დააყოლებთ.

მათთვის, ვისი ორგანიზმიც კარგად რეაგირებს ლაქტოზაზე, ღამით თაფლიანი რძეც სასარგებლო იქნება. ჯობია გაათბოთ და ოდნავ ნელთბილი დალიოთ. ეს სასმელი მოგიხსნით სტრესს.

2. წვავს ცხიმს
სწორედ ღამით ამოქმედდება ცხიმების წვის გაზრდილი მექანიზმები. თაფლის ცხიმების წვის ეფექტი ეფუძნება მეტაბოლიზმის დაჩქარებას. ზედმეტი კალორიების დაწვის პროცესში ყველაზე აქტიურ როლს თამაშობს ჰორმონი ორექსინი. ხოლო საკვებ პროდუქტებს შორის ორექსინებით ყველაზე მდიდარი ნატურალური ფუტკრის თაფლია.

3. კურნავს ღვიძლს
ღვიძლის უჯრედების რეგენერაცია ასევე უფრო აქტიურად ხდება ღამით. ღამით დალეული თაფლი გოგრის წვენთან ერთად ღვიძლის დეტოქსიკაციაში ეხმარება.

4. აძლიერებს იმუნურ სისტემას
შემდეგი რეცეპტი უნდა გამოიყენოთ გაციების დროს და ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების პროფილაქტიკისთვის. გაფცქვენით ნიორი, დაჭერით წვრილად, დაფარეთ თაფლით. მიიღეთ ამ ნარევიდან ერთი ჩაის კოვზი ღამით, მას აქვს ძლიერი იმუნომასტიმულირებელი ეფექტი.

5. გავსებთ ენერგიით მეორე დილით
რამდენად ხშირად იღვიძებდით დილით დაქანცული, დამძიმებული თავით და ცუდი განწყობით? თითქოს ისვენებდით, მაგრამ მისი ენერგია ნულზე იყო. ამ პრობლემის მოგვარებაში ღამით წყალი და თაფლი დაგეხმარებათ. მის შემდეგ, დილით მხოლოდ მხიარულებას იგრძნობთ.

ბონუსად გთავაზობთ დილის სასმელის რეცეპტსაც.

აიღეთ ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე იქნება გაციებული, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 1 ლიმონი და გახეხილი ლიმონის ცედრა, ცოტაოდენი გახეხილი კოჭა და 1 სუფრის კოვზი თაფლი. დალიეთ ნახევარი ჭიქა დილით, დანარჩენი მთელი დღის განმავლობაში. ეს შესანიშნავი ენერგეტიკული სასმელია. ხოლო სისხლძარღვთა დისტონიის მქონე ადამიანებისთვის – პირველადი დახმარება.

აუცილებლად სანახავი:ბროწეული ვირუსების წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები