Vairkoseti

რევმატიზმის მკურნალობა ორგანიზმის ძირფესვიანი გაწმენდით უნდა დაიწყოთ. გაეცანით რეცეპტებს!

რევმატიზმი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, როცა ზიანდება შემაერთებელი ქსოვილი, სახსრები, გული. რევმატიზმი უმეტესად ახალგაზრდა ასაკში ჩნდება, სიბერეში კი ვეჯახებით ახალგაზრდობაში დაწყებული რევმატული პროცესების შედეგებს. ამ დაავადებისთვის ბიძგი შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციის კერა ორგანიზმში: ქრონიკული ტონზილიტი, კარიესიანი კბილები და ა. შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება სისხლძარღვებში და გულში. ავადმყოფები უჩივიან მუდმივ ან პერიოდულ ტკივილს სახსრებში, ირღვევა მათი მოძრაობა, დეფორმირდება ან წითლდება.

რევმატიზმის მკურნალობა ორგანიზმის ძირფესვიანი გაწმენდით უნდა დაიწყოთ. წლების განმავლობაში უარი უნდა თქვათ ხორციან საჭმელზე და გადახვიდეთ ვეგეტარიანულზე, უმთავრესად უმ ბოსტნეულზე და ხილზე.

რევმატიზმის დროს ნებისმიერ შემთხვევაში ზიანდება გული და ყველაზე ხშირად მიტრალური სარქველი.

რევმატიზმის დაწყების ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია სიცხის აწევა 39 გრადუსამდე, რასაც თან ახლავს სისუსტე და ოფლიანობა, ამ ეტაპზე დაიგნოზის დასმა ძალიან რთულია და ხშირად ავადმყოფს მკურნალობენ ვირუსულ დაავადებებზე, ანგინაზე და ა. შ. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, იწყება სახსრების ძლიერი ტკივილი, ისეთი რომ ავადმყოფი ძლივს გადაადგილდება, თუმცა ზოგჯერ ეს ტკივილები სუსტია. ტკივილი უმეტესად დიდ სახსრებში ჩნდება და ზოგჯერ მონაცვლეობს. გულის დაზიანება კი მოგვიანებით ხდება.

რევმატიზმის პროფილაქტიკა შემდეგში მდგომარეობს:

1. ორგანიზმის გაკაჟება.

2. კარიესის, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და სტრეპტოკოკული ინფექციების სხვა
კერების დროული მკურნალობა.

3. რევმატიზმის დროული და სწორი მკურნალობა მწვავე პერიოდში.

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს რევმატიზმის სამკურნალოდ

• აიღეთ 2 ს. კ. ჩვეულებრივი ღორის ბირკას დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 6 ლიტრი ქაფქაფა წყალი, გააჩერეთ თერმოსში 3 საათი, დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჭიქა 2-3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

• რევმატიზმისა და სახსრების სხვა დაავადებების დროს მოხარშეთ მწვანე ჩაი 1,5 გრ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე. სვით თითო ჭიქა 2-3 ჯერ დღეში.

• ვაშლის ძმრის ჩაი თაფლით კარგია რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სახსრების ტკივილის დროს. 200 მლ მდუღარე წყალზე აიღეთ 1 ჩ. კ. თაფლი და 1/2 ჩ. კ. ძმარი. სვით 2-ჯერ დღეში.

• აიღეთ 30 გრ ჟოლოს ნაყოფი 200 მლ მდუღარე წყალზე და ასეთი ჩაი მიიღეთ ძილის წინ 2 ჭიქა ქრონიკული რევმატიზმის დროს.

• ღვინის ძმარი მიიღეთ ყველა სახის სახსრების დაავადების დროს 1-2 ჩ. კ. დღეში.

• აიღეთ 1 ს. კ. ქაცვის ნაყოფისა და 1 ს. კ. გამხმარი ქაცვის ფოთლები, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. ადუღეთ წყლიან ავზზე 15 წუთით. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე, გაწურეთ. სვით 150 მლ 3-ჯერ დღეში.

• წვრილად დაჭრილ ვაშლს დაასხით ქაფქაფა წყალი. გააჩერეთ 3 საათით და სვით ყველა სახის სახსრების დაავადების დროს. ასევე ხველების და ხმის ჩახლეჩის დროს.

• გააკეთეთ ალუბლის ნახარში რძეში და სვით ყველა სახის სახსრების დაავადების დროს.

• ყოველ დღე უზმოზე დალიეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, დაუმატეთ 1/4 ჭიქა ცხელი წყალი.

წყარო– სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:20 ჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე ნებისმიერი წამალი! ეს ნიორია! გთავაზობთ სასწაულმოქმედ რეცეპტს.

Facebook კომენტარები
Vairkoseti