გამოიყენეთ ჩვეულებრივი ასპირინი ლამაზი ქუსლებისთვის. სცადეთ სახლის სამკურნალო საშუალება.

ფეხებზე უხეში კანი, ბზარები და აქერცლილი კანი ძალიან უსიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებაა. ისინი წარმოიქმნება მრავალი ფაქტორის გამო: არასახარბიელო ფეხსაცმელი, არაადეკვატური ჰიგიენა და მოვლა, ცუდი კვება და ტენიანობა და ა. შ. მაგრამ ამ სახლის საშუალების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი ქუსლების ჯანმრთელობა და სილამაზე.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

კურკუმა – 15 გ; ასპირინი – 5-10 ტაბლეტი; სამედიცინო ალკოჰოლი – 100 მლ.

მომზადება ძალიან მარტივია:

სანამ ნარევის მომზადებას დაიწყებთ ასპირინის ტაბლეტები დაფშხვენით ძალიან წვრილად, ისე რომ მიიღოთ ფქვილის მსგავსი მასა. ამის შემდეგ ჩაასხით სპირტი პლასტმასის ჭურჭელში, დაუმატეთ მას დაფხვნილი ასპირინი და კურკუმა. კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ 1 დღე ნარევის კარგად შესარევად.

როგორ უნდა გამოვიყენოთ?

მეორე დღეს სანამ ნარევის გამოყენებას დაიწყებთ ამოურიეთ კოვზით, შემდეგ კი წაისვით მასა სუფთა ფეხებზე. (ნარევის გამოყენება სასურველია საღამოს ძილის წინ.) წასმის დროს თან დაიმასაჟეთ ფეხის ქუსლები  და შემდეგ შემოიხვიეთ ფეხებზე თბილი ქსოვილი, ზემოდან კი დაიმაგრეთ დამჭერით. საუკეთესო ეფექტისთვის ეცადეთ წინდა ჩაიცვათ და გაიჩეროთ ფეხები ასეთ მდგომარეობაში მთელი ღამის განმავლობაში. დილით კი დაიბანეთ ფეხები ჩვეულებრივი მეთოდით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დღე და ერთი (მაქსიმუმ ორი) კვირის შემდეგ დაინახავთ საოცარ შედეგს: თქვენი ფეხები გლუვი და ჯანსაღი იქნება, აქერცლილი კანის, ბზარების, მშრალი კანისა და სხვა უსიამოვნო კოსმეტიკური ეფექტის გარეშე. სცადეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში.

აუცილებლად სანახავი:20 როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ კოჭა? რა დროსაა რეკომენდებული მიღება?


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. kop.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

kop.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები