ნებისმიერი ტკივილის დროს სცადეთ ეს ტკივილგამაყუჩებელი ჩაი. ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არ აქვს გვერდითი მოვლენები!

დროდადრო ტრავმის ან მძიმე შრომის შემდეგ ტკივილის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, როცა რაღაც გვტკივა? თქვენ რას აკეთებთ ასეთ დროს?  სასწრაფოდ მიდიხართ ტკივილგამაყუჩებლის მისაღებად? ალბათ ბევრი ჩვენგანი სწორედ ასე იქცევა.

როგორც ყველა წამალს, ასევე ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას აქვს მეორე უარყოფითი მხარეც, ბევრი მათგანი იწვევს მასზე დამოკიდებულებას. გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა წამლის სიძლიერეს რის გამოც ადამიანს უწევს უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის მიღება.

იმისთვის რო არ გახდეთ ტკივილგამაყუჩებელზე დამოკიდებული ადამიანი, ჩვენ გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და არ აქვს გვერდითი მოვლენები. როდესაც რაიმე ტკივილი შეგაწუხებთ, სცადეთ ეს ტკივილგამაყუჩებელი ჩაი. ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი, 2 ჭიქა წყალი, 2 ჩაის კოვზი დაფქული კარდამონი (იგივე ილი), 2 ჩაის კოვზი კურკუმა, ½ ჯანჯაფილი (ჯანჯაფილი მოათავსეთ თქვენს ცერზე და გაჭერით ნახევარი), ½ ჭიქა ნუშის რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლი.

აი როგორ უნდა მოამზადოთ ტკივილგამაყუჩებელი ჩაი:

სანამ ამ ჩაის მომზადებას დაიწყებდეთ, დააქუცმაცეთ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები, შემდეგ შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ წყალი და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაუმატეთ ნარევს შავი ჩაი და ადუღეთ კიდევ 2 წუთი. მიღებული მასა გადაწურეთ და დარჩენილ სითხეს დაუმატეთ ნუშის რძე, სიტკბოსათვის დაამატეთ თაფლი.

როგორ უნდა მივიღოთ?

დალიეთ ეს სასმელი მთელი დღის განმავლობაში. გააკეთეთ ეს რამდენჯერაც გსურთ. ისიამოვნეთ!

აუცილებლად სანახავი:20 როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ კოჭა? რა დროსაა რეკომენდებული მიღება?


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები