მოძველებული გაციების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ნამდვილად მუშაობს

ეს არის წელიწადის ის დრო როდესაც ჩვენი შვილები ყველაზე ადვილად ცივდებიან და ხვდებათ სხვადასხვა ვირუსები. ასეთ დროს შეიძლება ყველაზე კარგად ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები და შვილები გაციებასა და ვირუსებისგან. გთავაზობთ რამდენიმე ძველ რეცეპტს, რომლებიც ნამდვილად მუშაობს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
ნიორი და რძე
თუ ნიორს შეუძლია ვამპირებისგან თავის დაღწევა, მაშინ მას ასევე შეუძლია გაციების წინააღმდეგ ბრძოლა, არა? ჩვენი ბებიის ეპოქა ასე ფიქრობდა, რომ დაჭყლეტილი ნიორი თბილ რძესთან ერთად ჩვეულებრივი წამალი იყო. ნიორს აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური და ანტივირუსული თვისებები. ის ასევე არის ამოსახველებელი საშუალება, რომელიც გეხმარებათ ნახველის ამოღებაში. აიღეთ 10 კბილი ნიორი და დააქუცმაცეთ წვრილად. შემდეგ ნახევარი ლიტრი რძე დადგით გაზქურაზე დაამატეთ 250 მლ წყალი, დაელოდეთ და როდესაც იგი დაიწყებს ადუღებას დაუმატეთ მას დაჭყლეტილი ნიორი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი. ამოურიეთ რომ შაქარი გადნეს. ეს ნახარში უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ კვებისგან დამოუკიდებლად.

ნივრისა და ღორის ქონის ნარევით დაზელვა
მის მოსამზადებლად საჭიროა 4 სუფრის კოვზი ნივრის ფაფა, 4 სუფრის კოვზი ღორის მუცლის გამდნარი ქონი. ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში შეურიეთ და აზილეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მიღებული ნარევით დაიზილეთ გულმკერდი გაციების, ბრონქიალური ასთმის დროს.

ასკილის ნახარში გრიპის დროს
აიღეთ 5 სუფრის კოვზი გამხმარი ასკილის ნაყოფი და დანაყეთ, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან ნახარში და გააჩერეთ შეფუთულ მდგომარეობაში 8-10 საათი. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ. მიღებული ნახარში სვით თაფლთან, მურაბასთან ან შაქართან ერთად დილით ადრე დაწყებული თითო ჭიქა ყოველ 2-3 საათში, 1 დღის განმავლობაში. შეიძლება ნახარში უფრო სქელი გააკეთოთ. სასურველია ამ დღეს არაფერი ჭამოთ. ასკილის ყოველი მიღების შემდეგ პირი წყლით გამოირეცხეთ, რომ მჟავამ კბილები არ დააზიანოს. სასურველია გრიპის დროს, სვათ ასკილი ერთი კვირის განმავლობაში და თანდათან შეამციროთ მისი მიღება.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში შეუძლია დაეხმაროს აქ ჩამოთვლილ პრობლემებს.

Facebook კომენტარები