მოსწავლეთა 80%-ს აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა და ხერხემლის დეფორმაციის სხვადასხვა სახე. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

მოსწავლეთა 80%-ს აღენიშნება ტანდეგობის დარღვევა და ხერხემლის დეფორმაციის
სხვადასხვა სახე. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სქოლიოზი. სქოლიოზი-ხერხემლის გამრუდებაა სიგრძივ ღერძთან შეფარდებით მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. თუ ხერხემალი გამოზნექილია წინ, ეს ლორდოზია, თუ უკან კიფოზი.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

სქოლიოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეიძლება წარმოიშვას ძვლოვანი ცვლილებების ფონზე ან ჩამოყალიბდეს ზურგის, მუცლის კუნთების დამბლის დროს.

სქოლიოზის გაჩენის მიზეზებია:

მაგიდასთან ჯდომის ან სიარულის (ბევრ ბავშვს აქვს ბეჭებში მოხრის ჩვევა) დროს ტანის არასწორი დაჭერა, არასაკმარისი სიძლიერის კუნთოვანი აპარატი და ძვლოვანი სისტემა. სქოლიოზის განვითარების წინაპირობა ჩნდება, როდესაც დედა ატარებს ჩვილს ყოველთვის ერთ ხელში, აწვენს დასაძინებლად რბილ ლეიბზე და მაღალ  ბალიშზე, მასთან ერთად სიარულის დროს ყოველთვის ბავშვის ერთი და იგივე ხელი (უფრო
ხშირად მარცხენა) უჭირავს. დიდ როლს თამაშობს ბავშვის მავნე მიდრეკილებებიც: ცალ ფეხზე დიდხანს დგომისა და თამაშის ჩვევა, ყოველთვის ჩანთის ერთი ხელით ტარება, კომპიუტერთან ან მაგიდასთან მოხრილი ჯდომა.

სქოლიოზის პროგრესირება ბავშვებში ხშირად აღინიშნება გაძლიერებული ზრდისა და ჰორმონალური ძვრების პერიოდში.

დაავადების პროფილაქტიკის ან გამრუდების გამოსწორების მიზნით გამოიყენება კორსეტი, სამკურნალო ტანვარჯიში, ზურგის მასაჟი. დიდი სარგებლობა მოაქვს ფიზკულტურასა და ცურვას.

სქოლიოზის საწყისი ნიშნები რომ შეამჩნიოთ, საკმარისია ბავშვის მინი-გამოკვლევის რეგულარულად ჩატარება, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეუძლია:
• სთხოვეთ ბავშვს გაიხადოს ფეხსაცმელი, შემობრუნდეს თქვენსკენ ზურგით და დადგეს
სწორედ, მშვიდად, ოდნავ მოდუნებული, დააკვირდით მის ხერხემალს. ნიშნები, რომლებიც თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება: ერთი მხარი მეორეზე მაღლა დგას; ბეჭების ქვედა კუთხეთა შემაერთებელი წრე გადის არა ხერხემლის პერპენდიკულარულად, არამედ ირიბად; წელის ან თეძოს დონეზე შეიმჩნევა გამრუდება. თუ ბავშვს აღენიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, ე. ი. სქოლიოზი მას მკვეთრად აქვს გამოხატული და მკურნალობისათვის საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს.

• სთხოვეთ ბავშვს დაიხაროს წინ, არ მონაროს ფეხები და ისე შეეხოს იატაკს თითებით.

• სანტიმეტრით გაზომეთ მანძილი მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ქვედა ნეკნამდე და მარცხენა მხრიდან მარცხენა ქვედა ნეკნამდე. თუ ერთ მხარეს უფრო მეტია, ვიდრე მეორე მხარეს ბავშვს აქვს სქოლიოზი დასაწყის სტადიაში.

• ტუჩის საცხით ან იოდით დასვით წერტილები ხერხემლის შვერილებზე (ბავშვი წიწა
დახრილი), შემდეგ სთხოვეთ მას გაიმართოს და ნახეთ როგორაა განლაგებული ეს ნიშნულები. სქოლიოზის დროს ისინი გადახრილია წარმოსახვითი წრფიდან, რომელიც გავლებულია კეფიდან კუდუსუნამდე. სთხოვეთ ბავშვს აწიოს ხელები მაღლა და გადაინაროს უკან. თუ პატარას არა აქვს სქოლიოზი, ამ შემთხვევაში ნიშნულები განლაგდებიან ერთ წრფეზე.

რეკომენდაციები
• ყოველდღე გაუკეთეთ ბავშვს მასაჟი: დაუზილეთ ზურგი, მხრები და ფერდები (ამასთან, თუ სხეულის გამრუდება მარჯვენამხრივია, მაშინ საჭიროა ზუსტად სხეულის მარჯვენა ნახევარი დაიზილოს უფრო აქტიურად და პირიქით).

• თვითონ ბავშვმა აუცილებლად უნდა გააკეთოს დილ-დილობით სპეციალური ვარჯიშები, გარდა ამისა, დღეში არანაკლებ 2 საათისა, აქტიურად იმოძრაოს: დაკავდეს ცურვით, სათხილამურო სპორტით, ათლეტური ტანვარჯიშით, სპორტული თამაშობებით (ბურთით). სპორტის ის სახეობები კი, სადაც მირითადი დატვირთვა მოდის ცალ ხელზე (ტენისი, ბადმინტონი, ფარიკაობა, მიზანში სროლა და სხვა), მისთვის არ შეიძლება.

• ხერხემლის კორექციისათვის მიაჩვიეთ ბავშვი სპეციალურ ქვესადგამზე ჯდომას: ამოუდეთ დუნდულოს ქვეშ (მარჯვენა დუნდულოს ქვეშ, თუ გამრუდება მარცხენა მხარესაა, ან მარცხენას ქვეშ, თუ ხერხემალი გადანაცვლებულია მარჯვნივ) წიგნი ან 0,6 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, რომელშიც ასხია 1/4-მდე წყალი.

• სქოლიოზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის კვების ბალანსირება, რადგანაც ცილებისა და მიკროელემენტების აუცილებელი პორციის გარეშე შეუძლებელია ზურგისა და კისრის კუნთოვანი კარკასის გამაგრება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვის რაციონი შედგებოდეს ახალი ხილისა და ბოსტნეულისაგან, მარცვლეულთა ფაფებისაგან. ტკბილეულის, ფქვილეულის, შემწვარის, ცხიმიანის რაოდენობა კი მკვეთრად უნდა შეიკვეცოს.

• ბავშვმა ყოველდღე, დილ-დილოზით 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გააკეთოს ვარჯიშები ხერხემლის ძვრადობის განსავითარებლად და ზურგის კუნთების გასამაგრებლად. პირველი 2 კვირის განმავლობაში თითოეული ვარჯიში უნდა გამეორდეს 6-6 ჯერ, შემდეგ თანდათან მოუმატოს და ავიდეს 12-მდე. ვარჯიშების შესრულებისას ფეხები მჭიდროდ უნდა იყოს იატაკს დაყრდნობილი.

• საწყისი მდგომარეობა: დაწექით მუცელზე, ფეხები გამართულია და ერთმანეთთან მიჯრით მიწყობილი, ტერფები ოდნავ გადაშლილია (ქუსლები ერთადაა, ფეხისწვერები კი ცალ-ცალკე).

1. გადააჯვარედინეთ ხელები თქვენს წინ (ერთი ხელის გული მეორის ზემოდანაა) და
დაეყრდენით მათ შუბლით. აწიეთ მარჯვენა იდაყვი მაღლა და გააკეთეთ ორი ზამბარისებრი მოძრაობა უკან, არ მოაშოროთ თავი და მარცხენა იდაყვი იატაკს, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გააკეთეთ ვარჯიში მარცხენა ხელით

2. შეაერთეთ თითები და გააკეთეთ „ბოქლომი“, გაჭიმეთ ხელები წინ, გაიზნიქეთ, აიწიეთ ზემოთ და მოაშორეთ იატაკს მკერდი და მხრები, დაიკავეთ ეს მდგომარეობა და ჩაისუნთქეთ ღრმად, ამოსუნთქვის დროს კი მობრუნდით მარჯვნივ და შეხედეთ კუდუსუნს. შემდეგ, ჩასუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ ვარჯიში და ამჟამად მიბრუნდით მარცხენა მხარეს.

3. ხელები გაშალეთ განზე, აიწიეთ ზემოთ. შემდეგ ისე, რომ არ მოაშოროთ თავი იატაკს,
გააკეთეთ წრიული მოძრაობები მორიგეობით, ჯერ მარჯვენა და შემდეგ მარცხენა ხელით, თითქოს ცურავთ კროლით.

4. გადაბრუნდით ზურგზე, ასწიეთ ხელები იატაკის პერპენდიკულარულად, გააკეთეთ
„ბოქლომი“ და ისე, რომ არ შეიცვალოთ სხეულის ქვედა ნაწილების მდებარეობა, მიბრუნდით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ეცადეთ შეეხოთ მტევნით იატაკს.

როცა ბავშვი აითვისებს მოძრაობებს წოლით მდგომარეობაში. ჩართეთ ვარჯიშთა
ყოველდღიური კომპლექსი დგომში:

1. საწყისი პოზიცია: დადექით სწორად, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე. ხელებით გააკეთეთ „ბოქლომი“ კეფაზე. გაიზნიქეთ, დაიხარეთ წინ და მიაბრუნეთ მხრები მარჯვნივ- მარცხნივ

2. გამართეთ ხელები, გაშალეთ განზე და ერთდროულად ორივე ხელით შეასრულეთ ისეთი მოძრაობები, თითქოს ფრთებს იქნევთ.

გახსოვდეთ! მაგარი, სწორი ზურგი თქვენი შვილის ჯანმრთელობის საწინდარია.

წყარო– სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ვაშლის ძმრის 1 კოვზის მიღებას 60 დღის განმავლობაში შეუძლია დაეხმაროს აქ ჩამოთვლილ პრობლემებს.

Facebook კომენტარები