კუნელის ნაყენი გულის უებარი წამალია. ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ ის!

კუნელი ძალზე ძვირფასი მცენარეა. ის მეტად პოპულარულია არა მხოლოდ ტრადიციულ (ხალხურ), არამედ თანამედროვე (კლასიკურ) მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე – ორგანული მჟავები: ასკორბინისა, ლიმონისა, ვაშლისა, ღვინისა და სხვა.

კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და მეტად სასარგებლო ნივთიერებას – ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები – კოფეინისა, ქლოროგენისა და სხვა, ასევე – ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.

გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი.

აიღეთ 0,5 კგ მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მლ (1/2 ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი დადებით გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან.

ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის ნაყენი. 10 გ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი, რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!


Kop.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები