დალიეთ ეს სასმელი ყოველ დილით და სამუდამოდ დაემშვიდობეთ ჰაიმორიტის ტკივილებს!

ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, არსებითად, მწვავე სურდოს, გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექ-ციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასულა.

ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ჰაიმორიტის ჩირქოვანი, ჩირქოვან-პოლიპოზური და პოლიპოზური ფორმები, კატარული, ჰიპერპლასტიკური, ალერგიული და სხვა ფორმები შედარებით იშვიათია.

რა იწვევს ჰაიმორიტს

ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. ჩამოვთვლით ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ჰაიმორიტის განვითარებას:

1. ყველა ის მდგომარეობა, რომელიც კი ცხვირით სუნთქვას არღვევს: ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები;

2. იმუნური სისტემის დასუსტება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებით, ალერგიული მდგომარეობით და სხვა;

3. ბანალური გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტის დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა;

4. ბაქტერიამატარებლობა;

5. ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.

ჰაიმორიტის სიმპტომები

1. უსიამოვნო შეგრძნება.

ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში აღმოცენდება უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც თანდათანობით ძლიერდება. ტკივილი დილით სუსტია, საღამო ხანს კი ძლიერდება. ნელ-ნელა შეგრძნება კარგავს განსაზღვრულ ლოკალიზაციას და ადამიანს მთელი თავი სტკივდება. თუ პროცესი ცალმხრივია, ტკივილიც, შესაბამისად, ცალ მხარეს აღინიშნება.

2. სუნთქვის გაძნელება.

ავადმყოფს ცხვირი გაჭედილი აქვს, ლაპარაკობს დუდღუნით. წესისამებრ, იჭედება ცხვირის ორივე ნახევარი. ცხვირით სუნთქვის გაძნელება უმეტესად მუდმივია. დროდადრო მოსალოდნელია ხანმოკლე გაუმჯობესება. ზოგჯერ ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნესტოები მონაცვლეობით იჭედება.

3. გამონადენი.

ავადმყოფთა უმრავლესობას აქვს ცხვირიდან ლორწოვანი (გამჭვირვალე) ან ჩირქოვანი (ყვითელი, მწვანე) გამონადენი, მაგრამ თუ ცხვირი ძლიერ არის გაჭედილი, გამონადენი შესაძლოა არ შეინიშნებოდეს, რადგან წიაღებიდან ლორწოს დენა გაძნელებულია.

საუკეთესო ვარიანტია ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ჰაიმოროტის სამკურნალოდ.

ამ მიზნით, ჩვენ წარმოგიდგენთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას, რომელიც ძალზე ეფექტური და სრულიად უსაფრთხოა.

მისი მთავარი ინგრედიენტია ვაშლის ძმარი, რომელიც ცნობილია ვიტამინების, ბოჭკოების, ანტიოქსიდანტების და მინერალების სიმრავლით.

ეს გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას. უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას.

საჭირო ინგრედიენტები:

¼ ჭიქა ვაშლის ძმარი, ½ ჭიქა ქოქოსის წყალი, 1 სუფრის კოვზი კაიენის წიწაკა, 1 ლიმონის წვენი ახლად გამოწურული, 1 სუფრის კოვზი თაფლი.

ინსტრუქცია:

ქოქოსის წყალი უნდა გაათბოთ ქვაბში და შემდეგ ჩაასხით ჭიქაში. დაამატეთ ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ. გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ დავამატოთ თაფლი და კაიენის წიწაკა და კვლავ ვურიოთ. ბოლოს დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ.
..საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ეს სასმელი უნდა მიირთვათ უზმოზე, საუზმის წინ და გვიან საღამოს, ძილის წინ. განაგრძეთ სმა სრულ გამოჯანმრთელებამდე.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები