avia.ge

გაეცანით ბუასილის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო რეცეპტებს. შეგიმსუბუქებთ ტკივილს

ბუასილი (ჰემოროი) სწორი ნაწლავის დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს. ბუასილი ორი სახისაა, შიდა და გარე. შიდა ბუასილი ყალიბდება სწორ ნაწლავში, გარე კი – ანუსის გარშემო, ახასიათებს ტკივილი სწორ ნაწლავში, ანალური ნახეთქები და სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ბუასილი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. კვლევების თანახმად, 4-დან 3 ზრდასრული აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ეს პრობლემა. ბუასილი კაცებში ხშირად არასწორი ცხოვრების სტილის გამო ჩნდება, ქალებში კი მთავარი გამომწვევი მიზეზი ორსულობა და მშობიარობაა.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინას უკვე შეუძლია ბუასილის მორჩენა და მისი პრევენცია. დაავადების მარტივი ფორმის შემთხვევაში კი ბუასილის მკურნალობა სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

ბუასილის ნიშნები და სიმპტომები ინდივიდუალურია. პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ჩივილებიდან ერთი ან რამდენიმე:

ბუასილის სიმპტომები

ქავილი ან გაღიზიანება ანუსის გარშემო; ტკივილი ან დისკომფორტი; შესიება ანუსის გარშემო; სისხლდენა დეფეკაციის დროს;

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ბუასილი, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

მიირთვით ბოჭკოვანი საკვები:

იკვებეთ ხილით, ბოსტნეულით და ნაკლებად დამუშავებული მარცვლეულით. ეს დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ კუჭნაწლავი და თავი აარიდოთ შეკრულობას, რაც ბუასილის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.

მიიღეთ სითხეები:

დალიეთ მინიმუმ 8 ჭიქა წყალი და სხვა სითხე ყოველდღიურად. მოერიდეთ ალკოჰოლს.

ნუ გაიჭინთებით:

სუნთქვის შეკავება და ძლიერი გაჭინთვა კუჭის მოქმედების დროს დიდ ზეწოლას ახდენს თქვენს ქვედა ტანზე.

ნუ შეიკავებთ კუჭის მოქმედებას:

წადით ტუალეტში მაშინვე, როდესაც საჭიროებას იგრძნობთ და ძლიერი ჭინთვაც არ დაგჭირდებათ.

1 ს. კ. ხმელ, დაჭრილ კაკლის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე (ეს გახლავთ სადღეღამისო ნორმა.)
აადუღეთ 3 ლ. წყალი შემდეგ თასში გახსენით 200 გრ. შაბი. ქვაბს დაახურეთ სახურავი, სასურველია ხის. წყალი ოდნავ რომ შეგრილდება, გადაიღეთ სათლში და ზედ დააჯეექით, რომ სათლიდან ამოსული ორთქლი ხვდებოდეს უკანალს. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ საჭიროა სფინქტერსა და სწორ ნაწლავზე წაისვათ ვაზელინი და მიიღოთ რაიმე საფაღარათო საშუალება. მკურნალობა ამ მეთოდით მიზანშეწონილია ჩაატაროთ კვირაში ერთხელ. ავადმყოფის მოსარჩენად საკმარისია ორი – სამი პროცედურა.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები
aviabiletebi online