ვისაც ფეხების ტკივილი გაწუხებთ, მინდა ძალიან მარტივი, მაგრამ მოქმედი რეცეპტი გასწავლოთ.

50 წლის ვარ და მათ, ვისაც ფეხების ტკივილი აწუხებს, მინდა ძალიან მარტივი, მაგრამ მოქმედი რეცეპტი შევთავაზო. 10 წლის წინ ფეხების ტკივილები მაწუხებდა, რომელიც თითის წვერიდან კოჭებამდე ვრცელდებოდა, თან ტერფების წვა და ქუსლის დეზი ახლდა. დასახმარებლად საავადმყოფოს მივმართე, მაგრამ ექიმების მიერ რეკომენდირებულმა მედიკამენტებმა ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ გამოიწვიეს.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ტკივილი იმდენად აუტანელი იყო, რომ ფეხზე დგომა, ღამე კი დაძინება მიჭირდა. ცოტა მაინც რომ დამეძინა, დიმედროლს ვიკეთედი. ჩემმა მეგობარმა ფეხებზე ცივი წყლის გადავლება მირჩია. ამის შემდეგ, ტკივილი 5-10 წუთით სუსტდებოდა, მაგრამ შემდეგ იმავე ძალით ბრუნდებოდა. მაშინ მარტოხელა პენსიონერების და შშმ პირების მომსახურე პერსონალად ვმუშაობდი და იმ პერიოდში ერთ ბაბუას ვუვლიდი.

მან ჩემი პრობლემის გაგების შემდეგ მირჩია, რომ ღამით ჩვეულებრივი რძის შრატი გადამევლო. მისი რჩევა გავითვალისწინე და სახლში მისვლისას რძის შრატი ასატან სითბომდე გავაცხელე, ფეხები ჩავაწყვე და შრატის გაგრილებამდე გავაჩერე.

შემდეგ წინდები ჩავიცვი და დავიძინე. არ დამიჯერებთ, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ პრობლემის გარეშე დაძინება მოვახერხე. პროცედურა კიდევ 3 კვირა ზედიზედ გავიმეორე და კოშმარი დამავიწყდა. ახლა ფრენაც კი შემიძლია. გასაოცარია, რომ მე ვარიკოზული გაფართოებული ვენები მაქვს, რომლის დროსაც ფეხების დათბუნება არ შეიძლება, მაგრამ ამ მეთოდს ზიანი არ მოუყენებია, პირიქით ნამდვილად მიშველა.

აი, როცა ერთი ქალის რჩევით ქუსლის დეზის მოშორება იატაკზე ხტუნვით გადავწყვიტე, უფრო ცუდად გავხდი. რამდენჯერმე დარტყმა შევძელი, შემდეგ ისეთი ტკივილი დამეწყო, რომ ვიფიქრე სული დავლიე…

ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს, მათ მოსაშორებლად შრატს ვურჩევ. ეს რძის პროდუქტი ჩემ კატასაც კი დაეხმარა, როცა მას თათი გაუსივდა. კიდურები შრატში დავუთბუნე, რამდენიმე პროცედურაში ძველებურად სირბილი დაიწყო.

შრატი აბსცესებსაც გაუმკლავდა. როგორღაც ვარდის ეკალზე თითი გავიჭერი, რომელიც მალე გამისივდა, გამიწითლდა და დამიჩირქდა. 1 კვირა ტკივილს ვითმენდი, შემდეგ შრატის შესახებ გამახსენდა. 2-ჯერ ხელი მასში დავათბუნე და თითი ნორმაში მოვიდა.

რძის შრატი უნიკალური ტუტე პროდუქტი მთელ მსოფლიოში
ის რძის სასარგებლო ყველა თვისებას შეიცავს, მაგრამ ალერგიული (კაზეინი, ლაქტოზა და ა.შ.) არაფერია. პროდუქტი 100% დიეტურია. ქალებისთვის ნებისმიერ ასაკში ძალიან სასარგებლოა.

რძის შრატი შეგიძლიათ სახლში ხაჭოს მომზადების დროს მიიღოთ, რომელიც ტუტე პროდუქტების სიას მიეკუთვნება. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეცეპტი სახლის ხაჭოს მოსამზადებლად: 1-2 ლ აჭრილი რძე წყლის ორთქლზე (დაბალ ცეცხლზე) გააცხელეთ, წინასწარ ფართო ქვაბში ჩაასხით. ასევე შეგიძლიათ საჭირო ზომის მინის ქილაში დატოვოთ და ქვაბის ძირში კი ნაჭერი დააფინოთ.

მანამ აცხელეთ, სანამ შრატი (ყვითელი სითხე) და ხაჭო არ დაცალკევდება. ამ პროცესს დაახლოებით 1-2 საათი სჭირდება. ხაჭო და შრატი დააცალკევეთ და მიირთვით. შეგახსენებთ, რომ 5 საათამდე შრატს ტუტე რეაქცია აქვს. შრატი შაქრის დამატების გარეშე უნდა დალიოთ. ასევე შეგიძლიათ პურის, ბლინების და ნებისმიერი სხვა ნაწარმის გამოსაცხობად გამოიყენოთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები