თქვენს გარშემო ყველა გაციებულია? გაეცანით იმუნიტეტის ნაზავს, რომელიც ააქტიურებს თქვენი სხეულის დაცვას! ეს გიშველით

შემოდგომა – ზამთარი წელიწადის ის დროებია, როდესაც ვირუსი ყველაზე მეტად ძლიერი და შემტევი ხდება, ხოლო ჩვენი ორგანიზმი ყველაზე მეტად დასუსტებული. ამ პერიოდში ჩვენი იმუნიტეტი თავისდაუნებურად ქვეითდება, რაც ხელსაყრელ გარემოს ხდის ვირუსებისთვის შემოიჭრან ჩვენს ორგანიზმში და დაგვაავადონ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ალბათ თქვენს გარშემო უამრავი ადამიანია ვისაც სურდო აქვს, ახველებს, აცემინებს, თავი სტკივა ან სხვა მსგავსი სიმპტომი აქვს. რა თქმა უნდა ამ პრობლემებთან გასამკლავებლად აფთიაქები და სამედიცინო დაწესებულებები სხვადასხვა  საშუალებებს გვთავაზობენ, მაგრამ თუ დაიღალეთ აბების მიღებით და არ გსურთ ზედმეტი თანხების დახარჯვა მედიკამენტებში, შეგიძლიათ მოამზადოთ სრულიად ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული ხალხური საშუალება. გარდა იმისა, რომ ის სწრაფად და მარტივად მკურნალობს ვირუსებს, ძალიან ჯანსაღი და გემრიელიცაა.

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ჯანჯაფილი, ლიმონი და თაფლი. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ დაგიცვან გაციებისგან, არამედ გააძლიერონ მთელი ორგანიზმის იმუნიტეტი. ეს ბუნებრივი წამალი ამაღლებს სიცოცხლისუნარიანობას, აძლევს ძალას გონებრივი და ფიზიკური მუშაობისთვის. წარმოუდგენელია, მაგრამ ის ასევე წონის დაკარგვის შესანიშნავი საშუალებაცაა. ეს არის ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირი!

ვიტამინის ნაზავი იმუნიტეტისთვის

ინგრედიენტები

120 გრ ჯანჯაფილის ფესვი, 4 ცალი ლიმონი და 150 მლ ნატურალური თაფლი.

მომზადება

ჯანჯაფილის ფესვი გაფცქვენით, შემდეგ გახეხეთ. ნარევი ჩადეთ თასში. გაფცქვენით ახალი ლიმონი, შემდეგ დაჭერით კუბიკებად. ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ ნარევს დაუმატეთ თაფლი ( თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მეტი თაფლი ვიდრე მოცემულია, თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე) და ისევ აურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მოსახერხებელ ქილაში, დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში. გააჩერეთ რამოდენიმე საათი. სასწაული ნარევი მზად არის!

მიღება

შეგიძლიათ მიიღოთ ეს ბუნებრივი წამალი დღეში ერთხელ ერთი სუფრის კოვზით. ეს საგრძნობლად გააძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას და მისცემს ძალას გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად. თქვენ შეგიძლიათ ეს ნარევი დაამატოთ დილით ჩაის- ის სურნელოვანი  და გემრიელი იქნება და სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს.

იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე – გაუზიარეთ მათ იმუნიტეტის გასაძლიერებელი რეცეპტი.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები