თვალის თეთრ გარსზე წითელი სისხლძარღვების გაჩენა გულის დაავადების ერთ-ერთი ნიშანია!. სამკურნალო რეცეპტები იხილეთ სტატიაში

გული ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს – სისხლს აწოდებს მთელ სხეულს, მის მრავალრიცხოვან სისხლძარღვებს: არტერიებს, ვენებს, კაპილარებს. იმ სისხლძარღვებს, რომლებსაც სისხლი გულიდან მიაქვთ, არტერიები ეწოდებათ, ხოლო იმ სისხლძარღვებს, რომლებიც სისხლს გულში აბრუნებენ, ვენები ეწოდებათ.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გული ძლიერი კუნთია, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში არსებული საკვები
ნივთიერებების და ჟანგბადის მიტანას ორგანიზმის ყველა უჯრედთან, გული მკურნალობას, ყველაზე უკეთ, თავის ყველაზე აქტიურ პერიოდში ექვემდებარება, ანუ
11-დან 13 სთ-მდე.

გულის დაავადების ნიშნებია: თვალის თეთრ გარსზე წითელი სისხლძარღვების
გაჩენა, შეშუპება, სიშავე თვალებქვეშ, სიწითლე იღლიებში. გულის შრომისუნარიანობა დაახლოებით 13-დან 21 სთ-მდე და ასევე ღამით ქვეითდება და სჯობს ამ პერიოდში თავი არ გადაიტვირთოთ.

რეცეპტები გულის დაავადებების სამკურნალოდ

• ბაღის პიტნა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მიიღეთ გულის რითმის, გულის კუნთის მუშაობისს შეფერხების დროს. 1 ჩაის კოვზი ბაღის პიტნის გამხმარ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ თბილ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ. დალიეთ პატარა ყლუპებად დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენი დალიეთ ყოველ დღე, ისე, რომ არცერთი დღე არ გამოტოვოთ, დიდი ხნის განმავლობაში.

• სტაფილოს, ჭარხლის, ბოლოკის წვენების ნარევი თანაფარდობით 1:1:1 უნდა მიიღოთ ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში, გულის ნებისმიერი არითმიის დროს.

• შეურიეთ 1 ს. კ. თაფლი 1/2 ჭარხლის წვენს და დალიეთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე (ეს საშუალება ასევე ეხმარება არტერიული წნევის დაბლა დაწევას).

• არითმიის, გულის იშემიური დაავადების, გულისცემის, ჰიპერტონიის დროს აურიეთ კუნელის ნაყოფის და პროპოლისის სპირტიანი ნაყენები თანაფარდობით 1:1 მიიღეთ 25 წვეთი 3-ჯერ დღეში.

სასარგებლო რჩევები

გულის რითმის ნებისმიერი დარღვევისას რაციონში უნდა შეამციროთ შაქარი, ტკბილეული, ცხოველური ცხიმი და მოერიდოთ ქოლესტერინით მდიდარ საკვებს (ტვინი, ხორცის ცხიმოვანი ნაწილი, კვერცხის ცილა).

ასევე მკვეთრად უნდა შეზღუდოთ სუფრის მარილი, ყავა, მუქი ჩაი, განსაკუთრებით კი ალკოჰოლი.

არითმიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოიყენოთ საკვებად უმი პროდუქტი, კალციუმი, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი, გულის რითმის მომაწესრიგებელი (ბოსტნეული, განსაკუთრებით – ლობიო და ნორჩი თალგამი, ჭარნალი, სტაფილო, ბოლოკი, ფურცლოვანი კომბოსტო, თაფლი, კურაგა, თხილი, რძე და რძის პროდუქტები, ფორთოხალი, გარგარი, მოცხარი, ატამი, ბალი, ალუბალი, შტოში, ჭერამი, ქიშმიში, წითელი მოცვი, ნიახური, პიტნა).

ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შეიყვანოთ ზღვის პროდუქტები,
წყალმცენარეები, განსაკუთრებით მურა შეფერილობის.

კვებაში ძირითადი აქცენტი ფაფეულზე, ხაჭოზე, ნაკლებად ცხიმიან თევზზე უნდა გააკეთოთ.

პირშუშხა (ტარხუნა), ნიორი, ხახვი და კუნელი და ასკილის ნაყენები მუდმივად უნდა იდოს პაციენტის მაგიდაზე.

სისხლში კალიუმის შემცველობის ასამაღლებლად კარგია ვაშლის ძმრის დალევა (3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე). ძმარი წყლით და თაფლით (1 ჭ წყალზე 2 ჩ. კ. ძმარი და 2 ჩ.კ. თაფლი) უნდა გააზავოთ.

სასარგებლოა წყაროს ან ჭის წყლის დალევა, მეტად უნდა ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, სისტემატურად დაკავდეთ ფიზკულტურით. აუცილებლად უნდა დაანაებოთ თავი თამბაქოს მოწევას და ალკოჰოლს.

გულის დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, რომ ყოველმა ადამიანმა წელიწადში 4-ჯერ დალიოს ცისფერი კუნელის ჩაი 4 დღის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები